საზოგადოებრივი
104.5 FM

სენატში საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა

ალექსანდრე იაკობიძე
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2017-03-31 19:39:00

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ( ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია აშშ-ის კონგრესში) თანათავმჯდომარეების-სენატორ როჯერ უიკერისა და სენატორ ბენ კარდინის თაოსნობით, აშშ-ის სენატში რეზოლუცია შევიდა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს.


სენატის რეზოლუცია #106, გმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. "რუსეთის მთავრობა დიდი ხანია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. დროა, აშშ-ის სენატმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადოს, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ მეზობელი სახელმწიფოების მიწების მიტაცებას და რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დადგენილი პირობების გატარება უნდა უზრუნველყოს,-განაცხადა სენატორმა უიკერმა.


რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უგულვებელყოფა უხეშად არღვევს ჰელსინკის საბოლოო აქტის მთავარ პრინციპს და რომ საქართველო ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ძლიერი პარტნიორია. ამის მაგალითად, დოკუმენტის ტექსტში ევროპის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებაა მოყვანილი და აღნიშნულია, რომ ამგვარი მნიშვნელოვანი მოვლენა კონსტრუქციული ურთიერთობების დასტურია.


ამერიკის ხმა

მსგავსი რეპორტაჟები
ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა
ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა
წაკითხვა
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ ძარწემთან რუსი სამხედროები წვრთნებს ატარებენ
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ ძარწემთან რუსი სამხედროები წვრთნებს ატარებენ
სოფელ ძარწემთან რუსი სამხედროები სამხედრო წვრთნებს ატარებენ.
წაკითხვა
მერია და თბილისელები - რას ფიქრობს ხალხი?!
მერია და თბილისელები - რას ფიქრობს ხალხი?!
წაკითხვა
თბილისის მეტროს უცნობი გვირაბები
თბილისის მეტროს უცნობი გვირაბები
ბევრისთვის უცნობი, ბევრისთვის მობეზრებული. ალბათ ადამიანთა უმეტესი ნაწილისთვის მეტრო უბრალო ტრანსპორტია, სხვებისთვის კი იდუმალებით მოცული ადგილი და გამოკვლევის მუდმივი წერტილი. გაგიჩნდებოდათ კითხვა:
წაკითხვა
#69 ანუ ამბავი ბეგბედერისა და ბურჟუაზიისა
#69 ანუ ამბავი ბეგბედერისა და ბურჟუაზიისა
soixante-neuf (სამოცდაცხრა) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პოზიციაა „არამამაპაპურ“ სასიყვარულო ურთიე
წაკითხვა
პატარაია: „ეჭვიანობა კი არ არის მიზეზი, ნამდვილი მიზეზი ის არის, რომ ქალებს ადამიანებად არ თვლიან“
პატარაია: „ეჭვიანობა კი არ არის მიზეზი, ნამდვილი მიზეზი ის არის, რომ ქალებს ადამიანებად არ თვლიან“
წაკითხვა
პატარაია: „არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ხალხი ჯერ კიდევ კვდება შიმშილით“
პატარაია: „არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ხალხი ჯერ კიდევ კვდება შიმშილით“
ბაია პატარია სოციალურ ქსელში
წაკითხვა
თორნიკე ზედელაშვილი - მივმართავ ემიგრანტებს, ნუ ჩამოხვალთ!
თორნიკე ზედელაშვილი - მივმართავ ემიგრანტებს, ნუ ჩამოხვალთ!
წაკითხვა
1616