GPB
104.5 FM
მარი მალაზონია
host
g 0 Posts
g 0 Views

დაამთავრა თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. დიპლომის შემდგომი განათლება ენდოკრინოლოგიაში, ჰემატოლოგიაში, დიეტოლოგიასა და ნუტრიციოლოგიაში, დოქტორანტურა (დ. ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტი, უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“).

არის კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ნუტრიციოლოგიაში სამაგისტრო (დ. ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტი) და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი) - პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი, ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია „930“-ის პრეზიდენტი, ევროპის პრევენციული, რეგენერაციული და ასაკის დაძლევის მედიცინის საბჭოს წევრი, დღეგრძელობის კვირეულების, დღისა და ორდენის დამაარსებელი, არაერთი პროფესიული თუ პოპულარული გამოცემის ავტორი და რედაქტორი. 

 იყო საქართველოში პირველი პოპულარული სამედიცინო-საოჯახო ჟურნალის - „ჯანმრთელობის“ დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი, „ქართული სამედიცინო ენციკლოპედიის“ სარედაქციო ჯგუფის წევრი. „პირველი არხის“ სამედიცინო გადაცემების, „ოჯახის ექიმის“ რუბრიკის ავტორი და წამყვანი (1988-2000წწ.), 2008 წლიდან „დილის რეცეპტის“, „დღის“, „პირადი ექიმის“ წამყვანია.