GPB
104.5 FM
ეკა ეგაძე
produser
g 0 Posts
g 0 Views

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინომცოდნეობის ფაკულტეტი. 

სხვადასხვა დროს მუშაობდა: „პირველი არხის“ საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტად, პროგრამების - „მოამბე 20 საათზე“, „მოამბე“, „ქვიშის საათი“, „მსგეფსი“, „ორიონის“ წამყვანად. 

სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს ტელეკომპანია „მეცხრე არხზე“, საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერად, „რადიო იმედის“ მთავარ პროდიუსერად და საინფორმაციო სამსახურის უფროსად, ტელეკომპანია „მზის“ პოლიტიკური თოქ-შოუსა და საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერად, ტელეკომპანია „იმედის“ პოლიტიკური თოქ-შოუს პროდიუსერად და საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერად, ახალი ამბების საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესის“ გამომშვებ რედაქტორად. 

2013 წლიდან მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაცემა „დღის“ პროდიუსერად, გადაცემების - „სამოთხის ვაშლებისა“  და „პირადი ექიმი - მარი მალაზონიას“ პროდიუსერად. იყო დილის გადაცემის პროდიუსერი. ამჟამად არის გადაცემა „ყველა კითხვის“ პროდიუსერი.