GPB
104.5 FM
რეზო ჭიჭინაძე
host
g 0 Posts
g 0 Views

დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. ამერიკის შეერთებულ შტატებში, „Philips“-ის კოლეჯში, გაიარა „ESL“ - ის პროგრამა. არის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი მედიის კვლევებში (სადოქტორო პროგრამა „კულტურა მედიაში“). 

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქ. ტელერადიო მაუწყებლობა „პირველ არხზე“, პროგრამა „ალიონისა“ და პროგრამა „მოამბის“ კორესპონდენტად, გადაცემების - „პრეზიდენტი გისმენთ“ და „მედია მოდის“ პროდიუსერად, დილის პროგრამის - „ადრე“ წამყვანად;

ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო გამოშვების - „ახალი ამბების“ ჟურნალისტად და წამყვანად, ტელეკომპანია „მზის“ ანალიტიკური დებატების წამყვანად. სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტის კუთხით. 

საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობდა დილის გადაცემათა რედაქციის  აღმასრულებელი პროდიუსერისა და დღის გადაცემების მთავარი პროდიუსერის თანამდებობებზე. 2013 წლიდან იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის პროგრამის გენერალური პროდიუსერი.

2017 წლიდან არის გადაცემა ყველა კითხვის პროექტის ავტორი და წამყვანი.