GPB
104.5 FM
ირაკლი ნიჟარაძე
director
g 0 Posts
g 0 Views

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის დრამისა და ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტები. 

სხვადასხვა დროს მუშაობდა სანდრო ახმეტელის სახ. თეატრში, პედაგოგად თეატრალურ და ხელოვნების ინსტიტუტებში, დილის შემეცნებით-გასართობი პროგრამის „ცხრიდან თორმეტამდე“ წამყვანად და ავტორად (ტ/კ „პირველი არხი“), ტელეკომპანია „იმედში“ დილის პროგრამის გამომშვებ რედაქტორად, წამყვანად, სპეცპროექტების კურატორად („დუბლიორი“, „ნუცას სკოლა“ და სხვ.); საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიაში წამყვანად და სცენარისტად. 

2013 წლიდან არის „პირველი არხის“ დილის პროგრამის პროდიუსერი.