GPB
104.5 FM
თამუნა მუსერიძე
journalist
g 0 Posts
g 0 Views

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და თეატრალური უნივერსიტეტის კინომცოდნეობის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაცემა „საწინდარისა“ და ახალგაზრდული თოქ-შოუ „მეტროს“ ჟურნალისტად. სამუშაო გამოცდილება მიიღო ტელეკომპანიებში: „პირველი სტერეო“, „მაესტრო“, „იმედი“. ასევე, რადიოკომპანიებში: „ფორტუნა“, „ავტორადიო“, „აფხაზეთის ხმა“. 2011 წლიდან  იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის პროგრამის წამყვანი. ამჟამად  მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემის Line პროდიუსერის პოზიციაზე.