GPB
104.5 FM
სოფიო დემეტრაშვილი
journalist
g 0 Posts
g 0 Views

საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ჟურნალისტი. წინასაარჩევნო სატელევიზიო პროექტ „თვითმმართველობა 2017“-ის ფარგლებში იკვლევს მუნიციპალიტეტებში არსებულ ყოფით პრობლემებს. საქართველოს თორმეტ თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში აწარმოებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას.

ჟურნალისტიკის სფეროში აქვს რვაწლიანი სამუშაო გამოცდილება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდის წევრია 2010 წლიდან. სამ წელზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ყოველდღიური პოლიტიკური ამბების სატელევიზიო გადაცემაზე „ბრიფინგის დრო“.

2014-2017 წლებში გადაცემა „ჩვენი პარლამენტის“ ფარგლებში ამზადებდა კვირის მთავარი თემების შემაჯამებელ სიუჟეტებს.

2009-2010 წლებში იყო ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვების გუნდის წევრი.

გავლილი აქვს პროფესიული კურსები სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციებისგან: გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი (DW), IREX, USAID, რადიო თავისუფლება, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ბრიტანული საბჭო, BBC, ევროპის მაუწყებელთა კავშირი, ცენტრალური საარჩევნო კომისია, საზოგადოება და ბანკები.