GPB
104.5 FM
ანა ტურაბელიძე
journalist
g 0 Posts
g 0 Views

2011 წელს კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტი გავხდი. უნივერსიტეტში დატვირთული პრაქტიკული და თეორიული საქმიანობის გარდა, პარალელურად ჯერ ერთ-ერთ კვლევით ცენტრში, შემდეგ კი, მიუხედავად დიდი კონკურენციისა, საზოგადოებრივ მაუწყებელში ოლგა ბაბლუანის საავტორო  გადაცემა „მშვიდობით იარაღოს“ ჟურნალისტი გავხდი. 2015 წელს უნივერსიტეტი დავამთავრე. როდესაც პირველ დღეს გვკითხეს, თუ  რატომ ავირჩიეთ ჟურნალისტის პროფესია, მრავალფეროვანი პასუხები გვქონდა. ამ კითხვაზე დღესაც გიპასუხებთ, რომ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს მხოლოდ სიმართლე და არაფერი  სიმართლის გარდა. ალბათ, სწორედ ამ შეხედულების გამო, 2016  წელს,  საზოგადოებრივი მაუწყებლის   ჟურნალისტური გამოძიების ერთ-ერთ პროექტში, კორესპონდენტად დავბრუნდი. 2017 წლის აგვისტოდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ მასშტაბურ პროექტ „თვითმმართველობა 2017“ -ში ვარ ჩართული.