GPB
104.5 FM
სალომე აფხაზიშვილი
journalist
g 0 Posts
g 0 Views

ჟურნალისტური გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვება 2012 წლიდან დავიწყე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად. მაშინ მყარად ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ პირველი სამუშაო ადგილი ტელევიზია არ უნდა ყოფილიყო. რაც უფრო გვიან შევდგამდი იქ ფეხს, მით უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა ჩემი სიმშვიდე. 

მხოლოდ ჟურნალ-გაზეთებსა („ცხელი შოკოლადი“, „ლიბერალი“, „რეზონანსი“, „ვერსია“) და რადიოში („ცხელი შოკოლადი“, „GIPA“) მუშაობის შემდეგ მოვისურვე ტელევიზიის შიდა სამზარეულოს გაცნობა. ამის მთავარი მიზეზი გახდა გადაცემა „რეალური სივრცე“. ამ გუნდს 2015 წლის სექტემბერში შევუერთდი და ერთდროულად ბევრ ახალ გამოწვევას გავუგე გემო. 

მომდევნო წელს გავხდი ვაცლავ ჰაველის ჟურნალისტიკის სტიპენდიანტი, რის საფუძველზეც 8 თვე რადიო თავისუფლების პრაღისა და თბილისის სამსახურებში ვიმუშავე. პრაღიდან დაბრუნების შემდეგ მთავარი სურვილი ისევ გადასაღებ მოედანზე დაბრუნება იყო, რეგიონების პრობლემების მოკვლევა და მათ საფუძველზე ვიდეო-ამბების მომზადება.

ასე აღმოვჩნდი გადაცემა „თვიმმართველობა 2017“-ის სარედაქციო სივრცეში და ასე დავიბრუნე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჟურნალისტური ფუნქცია - იმ ხმების პოვნა და გავრცელება, რომლებსაც არათუ ხელისუფლება, ხშირად, მედიაც არ უსმენს.