GPB
104.5 FM
ირაკლი ტაბლიაშვილი
produser
g 5 Posts
g 0 Views

1990 წელს 1-ლი ექსპერიმენტული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად, 1996 წლამდე მუშაობდა დამოუკიდებელ გაზეთებსა და ჟურნალებში კორესპონდენტად, ხოლო შემდგომ წლებში რედაქტორად და გამომცემლად. ამ წლების განმავლობაში, ირაკლი ტაბლიაშვილი თანამშრომლობდა დასავლეთის მედია საშუალებებთანაც - იყო ესტონეთის, ლატვიის გამოცემების კორესპონდენტი თბილისში. ჟურნალისტური საქმიანობის პარალელურად ტაბლიაშვილი არასამთავრობო სექტორშიც საქმიანობს - 1999 წლიდან დღემდე არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი. მისი ორგანიზაციები წარმატებით თანამშრომლობენ აშშ-ის და ევროკავშირის წამყვან დონორებთან. 2004-06 წლებში ტაბლიაშვილი სამთავრობო სტრუქტურებშიც მუშაობდა - იყო აფხაზეთის საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში ირაკლი ტაბლიაშვილი 2009 წლიდან მუშაობს. ის არის გადაცემა „ქართული ჯარის“ პროდიუსერი და რადიო-გადაცემის - „ერთად ევროპისაკენ“ თანაავტორი.