GPB
104.5 FM
ხატია ალადაშვილი
journalist
g 0 Posts
g 0 Views

დავიბადე 1982 წლის 26 იანვარს თბილისში. 2003 წელს დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ტელე-რადიო ჟურნლისტიკის განხრით. 2002 წლიდან 2003 წლამდე ვმუშაობდი საქტელერადიო მაუწყებლობის საინფორმაციო სამსახურში სპორტული კორესპონდენტის თანამდებობაზე. 2003-2005 წლებში ვმუშაობდი ტელეკომპანია „მზეზე“ საინფორმაციო სამსახურში, ასევე, სპორტულ კორესპონდენტად. 2005 წელს დავბრუნდი „პირველ არხზე“. მომდევნო სამი წელი ვიყავი პროგრამა „მოამბის“ სპორტული კორესპონდენტი. 2008-2009 წლებში მონაწილეობას ვიღებდი სტუდია „თი ბი სი TV“-ის სპორტულ პროექტებში. 2009 წლიდან დღემდე საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ ვარ სპორტული მიმართულების კორესპონდენტი.