GPB
104.5 FM
ბესიკ გაფრინდაშვილი
director
g 0 Posts
g 0 Views

დავამთავრე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 2002- 2008 წლებში ვმუშაობდი ტელეკომპანია „მზეზე“. 

2008 წლის 1 აგვისტოდან ვმუშაობ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“.  2011-2014 წლებში ვსწავლობდი ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტის (ქართული უნივერსიტეტი) დოქტორანტურაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 

2014 წლის 9 ივნისს ჩემ მიერ წარმოდგენილი სადოქტორო  დისერტაციის საფუძველზე  მომენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. როგორც რეჟისორს, გადაღებული მაქვს 13 ფილმი: „სიწმინდეთა ნაკვალევზე“, „ნაცნობი მგზავრის დღიური“ (შარდენის მოგზაურობა საქართველოში), „პანტანასა, ყოველთა დედოფალი“, „კაცხის სვეტი“, „მწვანე ოქროს ქვეყნიდან“ და სხვ.