GPB
104.5 FM
ანდრო ჭიაურელი
director
g 0 Posts
g 0 Views

1974-1979  წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის  კინოფაკულტეტზე (ლანა ღოღობერიძის სახელოსნო). 1977 წლიდან მოღვაწეობდა კინო სტუდია „ქართულ ფილმში“. 1985-1986  წლებში გაიარა სარეჟისორო პრაქტიკა „მოსფილმში“ გიორგი დანელიასთან. 1986 წლიდან მუშაობს დოკუმენტური ფილმებისა და გადაცემების რეჟისორად სხვადასხვა კინო და ტელესტუდიებში. არის შემდეგი ფილმების დამდგმელი რეჟისორი: „სოფიკო“, „ეს ერთჯერადი ნივთები“, „კავკასიაში დატყვევებულნი“, „სიკეთის ტელეფონი“; სცენარის ავტორია ფილმებისა: „სოფიკო“ და „სიკეთის ტელეფონი“.