GPB
104.5 FM
ზაზა ჯღარკავა
g 0 Posts
g 0 Views

სამუშაო გამოცდილება: 1990 წლიდან ჟურნალისტიკაშია. იყო გაზეთ „7 დღის“ კორესპონდენტი, გაზეთ „მიმომხილველის“  პოლიტიკური მიმომხილველი, გაზეთ „მერიდიანის“ რედაქტორი, გაზეთ „ალიას“ პოლიტიკისა და ანალიზის განყოფილების რედაქტორი. 2002 წლიდან  საგაზეთო ჟურნალისტიკას ენაცვლება კინო-დოკუმენტალისტიკა. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის გადაცემა „საქართველო უახლესი ისტორიის“ ფარგლებში მისი თანამონაწილეობით იქმნება 40–მდე  დოკუმენტური ფილმი, მათ შორის  ფილმები: „ხრუშჩოვი უნდა მოკვდეს“, „ტერორისტი“, „მესხები“, „1942 წელი“. 2011 წლიდან  მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიაში სცენარისტად. მისი სცენარით  სტუდიაში გადაღებულია სხვადასხვა ჟანრის, სხვადასხვა მიმართულების  დოკუმენტური ფილმები – „განწირული რეისი“, „სამანი“, „მკვლელი მთა“, „საიდუმლო პრეპარატი“, „გიორგობის თვე მესამე კატეგორია“, „საშიში ზონა“ და სხვა. 2014 წელს ფილმი „მე პატარა ქართველი ვარ“, რომლის სცენარის ერთ–ერთი თანაავტორი  იყო, ხორვატიაში გამართულ ევროპის საზოგადოებრივ მაუწყებელთა ასოციაციის გალა დაჯილდოებაზე ასოციაციის რჩეული ნამუშევარი გახდა. ზაზა ჯღარკავა დღემდე თანამშრომლობს ინგლისურ  გაზეთ „Georgia to day“-სთან, სადაც აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე. ჰყავს ორი შვილი.