GPB
104.5 FM
ნინო კაკაურიძე
g 0 Posts
g 0 Views

1999-2003 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 2006 წელს მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2002-2012 წლებში მუშაობდა თბილისის 52-ე სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. 2008 წლიდან მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა პროექტებზე. 2009 წლიდან მუშაობს დოკუმენტური ფილმების სტუდიაში სცენარისტის პოზიციაზე.  ავტორია ფილმებისა: „თბილისის მეტროპოლიტენი“, „ობსერვატორია“, „საქაერონავიგაცია“, „თბილავიამშენი“, „კონსერვატორია“, „კაცხის სვეტი“, „კავკასიური ნაგაზი“, „პარალელური სამყაროები“, „სიზმარი“, „მესტია“, „სამხატვრო აკადემია“, „ფეისბუქის ვირტუოზები“, „დიმიტრი ამილახვარი – თავისუფლების ჯვაროსანი“, „ქართველი გერმანელები“, „პირველი ტელევარსკვლავები“, „მწვანე ოქროს ქვეყნიდან“, „საბჭოთა მოდა“.