GPB
104.5 FM
თინათინ ნიკურაძე
director
g 0 Posts
g 0 Views

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტელე-კინო სარეჟისურო ფაკულტეტი. 

2004-2011 წლებში მუშაობდა "თიბისი თივი სტუდია"-ში რეჟისორის ასისტენტად, რეჟისორად, მონტაჟის რეჟისორად. ამ პერიოდში  გადაიღო  7 დოკუმენტური ფილმი და სარეკლამო რგოლები. 

2012 წლამდე მუშაობდა მონტაჟის რეჟისორად სხვადასხვა პროექტზე, მათ შორის, ტელე-სერიალებზე: "ჟამი ყვავილობისა", "დეტექტივები", მუსიკალურ ფილმზე "ჩხიკვთა ქორწილი", დოკუმენტურ ფილმზე "ნინო ქათამაძე და INSIGHT". 

2012 წლიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიაში, მონტაჟის რეჟისორად იმუშავა 20-მდე დოკუმენტურ ფილმზე. 

2013 წელს, როგორც რეჟისორმა, გადაიღო დოკუმენტური ფილმი "ჰომო კანტორ - ადამიანი მომღერალი" (ნოდარ ანდღულაძე).