GPB
104.5 FM
ქეთევან ვაშაგაშვილი
g 0 Posts
g 0 Views

„ტელებლოგი ჩემთვის უნიკალური პროექტია, სადაც ორი ჩემთვის უძვირფასესი რამ თანაარსებობს - თავისუფლება და ადამიანები“.                     

2010 წელს დავამთავრე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), მედია მენეჯმენტისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 2010-2012 წლებში ვმუშაობდი „პირველ საინფორმაციო კავკასიურზე“ (ПИК), როგორც დოკუმენტური ფილმების ავტორი და რეჟისორი. აქ გადავიღე შემდეგი ფილმები: „В ожидании звуков“, „Пока идут часы“, „Морозко“, „Приходи свободным“, „Ночь, это тоже солнце“. 2012 წლის აგვისტოდან დავიწყე მუშაობა „მეცხრე არხზე“, ზაზა შათირიშვილის საავტორო გადაცემა „დიდი დროს“ რეჟისორად. ამავე პერიოდში „მეცხრე არხისთვის“ გავაკეთე დოკუმენტური ფილმი „აქვე, ქუჩაში“. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ „ტელებლოგთან“ თანამშრომლობა 2014 წლის აპრილში დავიწყე. გადავიღე ფილმები: „სად ცხოვრობენ თოჯინები“, „წითელ ზოლში“, „მე ქალაქში ვცხოვრობ“, „სუპერსპორტსმენები“.