GPB
104.5 FM
ნინო ბასილია
g 0 Posts
g 0 Views

„ტელებლოგი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ის საინტერესი სივრცეა, რომელშიც, როგორც რეჟისორი, სიამოვნებით ვმუშაობ“.

კინორეჟისორი, სცენარისტი, დრამატურგი, მწერალი. 

განათლება: მოსკოვის უმაღლესი სასცენარო და სარეჟისორო სკოლა (ВКСР). თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი. ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (მეორადი ფაკულტეტი), მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა (ავსტრია). 

2013-14 წ.წ. საზოგადოებრივი მაუწყებელის „პირველი არხის“ პროგრამა „ტელებლოგის“ დოკუმენტური ფილმების ავტორი და რეჟისორი: "საახალწლო ვაშლის ხე"„ქართველი ამორძალები“, „თავისუფალი სვანი“, „არსებები ცივ სარკეში“, „ყოფიერების ნიუანსები“, „ათი დღე ომამდე“, „ლანდშაფტის მატრიცა“, „ტექნო-სევდა“, „გამარჯობა დედა, მე საქართველოში ვარ...“, „როდესაც გარდაიცვლებით, თქვენს ფილმებს უჩვენებენ“, „ლიკვიდირებული წყალი“, „ბაზრობა მუშაობს ყოველდღე“.  "ანიტა". "ალერსიანი C""ცხოვრება, როგორც თამაში""რა ღირს კინო?", "ბელკანტო""დევი""ზღვარზე""დედაბრული ანბანი",  „ყველას თავისი ინდოეთი აქვს“...

2010-2011 ტელეკომპანია „პიკი“. დოკუმენტური ფილმების: „ფრენა სატრფოსთან“, „სიკვდილისთვის მზადება“, „აზარტი“, „ევას ტერიტორია“, „ორი სახლი ერთ უბანში“, „არქიტექტურა მოთხოვნით“, „შთაგონების საძიებლად“ ავტორი და რეჟისორი

2011 ტელეკომპანია „პიკი“- სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების ციკლის „Загадки Грузии“ რეჟისორი. 

რეჟისორი დოკუმენტური ფილმისა ტონინო გუერას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე - „ნუშის სახლი“ (გადაღებულია იტალიაში, 2007). 

რეჟისორი და სცენარის ავტორი დოკუმენტური ფილმისა „ნანა ჯორჯაძე“ (არხი „კულტურა“, მოსკოვი, 2006). 

პიესის ავტორი და რეჟისორი: ათონელის თეატრში განხორციელებული სპექტაკლისა „აგვისტოს სიგიჟე“ (2010); თეატრალურ სარდაფში რუსთაველზე: „სექსუალური რევოლუცია“ (2006), „ბომჟები“ (2007), „ებრაელები“ (2007) და „წელს ზემოთ შენი არ ვარ“ (2013). 

ავტორი პიესებისა "თაგვი“ (2002) და "ლიფტიორი“ (2005)  (რეჟისორი ლევან წულაძე, თეატრალური სარდაფი რუსთაველზე). 

რეჟისორი და სცენარის ავტორი სტუდენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა: „ასეთი სიყვარული“, „6½ წუთი“, „ფოტო 3X4“, „ბზარი“. (2006). 

სცენარის ავტორია 12-სერიიანი ფილმისა „კარუსელი“ (ტელეკომპანია НТВ, მოსკოვი, 2004), ასევე, რვასერიიანი ფილმის „მტვრის გემოს“  (2003) სცენარის ავტორი (ტელეკომპანია „იმედი“). 

1996–2002 წ.წ.-ში იყო საზოგადოებრივ–პოლიტიკური ჟურნალ „იმიჯის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. 

ავტორი წიგნებისა: „პლასტმასის ნერვი“ (რომანი) , „შიში“ (რომანი) , „კუზი“ (რომანი), „ქარავანს მოწყვეტილი“ (რომანი), „აკვარიუმი“ (მოთხრობების კრებული), „სამკუთხედი“ (მოთხრობების კრებული), „მე ვარ პატარა ადამიანი“ (საბავშვო ლექსების კრებული).