GPB
104.5 FM
თეო ქავთარაძე
journalist
g 0 Posts
g 0 Views

წელიწადზე მეტია ადამიანებს ვეძებ, ისეთ ადამიანებს, რომლებზეც მერე სხვას მოვუყვები. ვეძებთ ყველგან: ქუჩაში, თავშესაფარში, მთაში, ფსიქიატრიულში, მაღაროში, მიტოვებულ სოფელში, ზოგჯერ თვითონაც გვპოულობენ დახმარების იმედით. მათი რეალური სივრცე ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე ჩვენ  წარმოგვიდგენია.  ხშირად კამერა გვაძლევს რეალობის ასახვის საშუალებას - ყველასგან მიტოვებულები ჟურნალისტებისგან ელიან ხსნას,  ხშირად კი კადრს მიღმა რჩება სინამდვილე - არ უნდათ თავიანთ გასაჭირზე ლაპარაკი, არ არიან მიჩვეული, ჰგონიათ, რომ მაინც არაფერი შეიცვლება. მოკლე ვიდეო-ისტორიებში ვცდილობთ, მათი რეალური სივრცე ვაჩვენოთ, დოკუმენტურად ვიღებთ მათს ცხოვრებას, ტექსტითაც კი არ ვტვირთავთ, კადრი ხშირად სიტყვაზე მეტს ამბობს. ამ ადამიანების ხმა იშვიათად გვესმის, თითქოს ისინი პარალელურ სამყაროში არსებობენ. „რეალური სივრცის“ გუნდი კი ცდილობს სწორედ მათ დაუთმოს სტუდია, ისინი არიან გადაცემის მთავარი გმირები. 2011 წელს დავამთავრე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA). 2011-2013 წლებში ვმუშაობდი ჟურნალ/რადიო „ცხელ შოკოლადში“ რეპორტიორის/წამყვანის პოზიციებზე.