GPB
104.5 FM
ტუხა კვინიკაძე
editor
g 0 Posts
g 0 Views

პირველად იყო „გურმანია“, მერე - „ჩემი წიგნი“ და ახლა უკვე, არც ისე დიდი ხანია, რაც „რეალური სივრცის“ ვირტუალური სივრცე მაბარია. ვირტუალური სივრცე-მეთქი კი ვწერ, მაგრამ უშუალო კომუნიკაცია გიწევს ადამიანებთან, რომლებისთვისაც პროდუქტს ქმნი; ადვილი არ არის, თუმცა საინტერესოა. ძალიან მნიშვნელოვანია, შექმნა კონტენტი, რომელიც იქნება გამორჩეული და საინტერესო და რაც ყველაზე მთავარია, კონტენტი, რომელსაც მომხარებელი გამოარჩევს  სხვა უამრავი განსხვავებული ფორმით მოწოდებული მასალისგან. ადრე ვფიქრობდი,  რომ ეს პარალელური, ვირტუალური სივრცე იმისთვის უნდა გამოგვეყენებინა, რომ ტელევიზორებთან მიგვეყვანა ხალხი. ახლა უკვე ვფიქრობ, რომ როცა ინტერნეტი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, დაუშვებელია იმის მტკიცება, რომ ის დამხმარე, მეორეხარისხოვანი ინსტრუმენტია, რომელსაც გადაცემის ან არხის პოპულარიზაციისთვის ვიყენებთ. ვები გახდა გადაცემის ნაწილი, არხის ნაწილი, სწორად შერჩეული ფორმის მეშვეობით. ფორმებს ვეძებ და ვარჩევ - აი რას ვაკეთებ მე.