GPB
104.5 FM
რომან ქარქუსაშვილი
produser
g 0 Posts
g 0 Views

დაიბადა 1964 წელს თბილისში. დამთავრებული აქვს ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ტექნიკური უნივერსიტეტის  საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი (ხელოვნების განყოფილება), დოკუმენტური ფილმების ავტორ-ოპერატორის სპეციალობით. 1982 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში: ოპერატორის ასისტენტად, ხმის რეჟისორად, ოპერატორთა პირველი შემოქმედებითი გაერთიანების უფროს რედაქტორად, შ/გ „ალიონის“ ტექნიკურ დირექტორად, შ/გ „თეატრონის“ ტექნიკურ დირექტორად, სატელევიზიო პროგრამების წარმოების სამსახურის ტექნიკურ პროდიუსერად, დოკუმენტური ფილმების სტუდიის აღმასრულებელ პროდიუსერად.