GPB
104.5 FM
ალექსანდრე ერმაკოვი
videoeditor
g 0 Posts
g 0 Views

დაიბადა 1981 წლის 12 ოქტომბერს  თბილისში, 2003 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 2005 წლიდან მუშაობს სამაუწყებლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მემონტაჟედ პროექტებზე: რეალითი შოუ „ჯეობარი“, „ჯეობარი 2“, „ჯეობარი 3“, „დასი“, „უკანასკნელი გმირი“, „ყაზარმა“, „ვარსკვლავების აკადემია“. 2006 წელს მუშაობდა  საზოგადოებრივ მაუწყებელში მემონტაჟედ და გრაფიკოსად დოკუმენტური ფილმების ციკლზე „საუკუნის პორტრეტები“ (56 ფილმი), მხატვრულ-დოკ. ფილმებზე - „1937“ (12 სერია) და „ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ქრონიკა“. 2008 წლიდან მუშაობდა მემონტაჟედ და გრაფიკოსად   TBC TV-ში და დამონტაჟებული აქვს სერიალი „დეტექტივები“, მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „დამოუკიდებლობის 1005 დღე“ (6 სერია), დოკუმენტური ფილმები „ბაქტერიოფაგი“, ციკლი „პატრიოტთა თამაშები“, ციკლი „წითლები“ (5 ფილმი), ციკლი „მოწყვიტე წამი“ (30 ფილმი),  მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“. 2010 წლიდან მუშაობს  საზოგადოებრივ მაუწყებელში მონტაჟის რეჟისორად და გრაფიკოსად. დამონტაჟებული აქვს დოკუმენტური ფილმები:  „საიდუმლო მედიცინა“, „შავ-თეთრი ომი“, „ბიოგრაფია ეპოქების გასაყარზე“, „რეზო ესაძის ისტორიები ფილმიდან „ერთი ნახვით შეყვარება“, „ნაღვლისფერი სიხარულის ქრონიკა“, „სეგო“,  „თავისუფლების ჯვაროსანი“, „ქართული მარკა“, „ქრისტინე“, „ცესკოს დღიური 2013“, „ცესკოს დღიური 2012“, „უღმერთოთა ღამე“, ციკლი „ოკუპაცია“ (17 ფილმი), ციკლი „მძიმე არქივი“ (6 ფილმი), „ტურის დღე“, „მერაბ კოსტავა“, „მთაწმინდის პანთეონი“.