GPB
104.5 FM
გიორგი ვასაძე
produser
g 0 Posts
g 0 Views

დაიბადა 1968 წლის 19 აპრილს. 2013 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ დოკუმენტური ფილმების სტუდიაში პროდიუსერად. 2010 წლიდან დღემდე ასევე, მუშაობს თბილისის შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის უფროს სპეციალისტად. 1993-2009 წლებში იყო საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში, სამუზეუმო-საარქივო პროგრამების ხელმძღვანელად; 1989-1992 წლებში თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობად; 2004 წელს გაიარა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული კულტურულ-შემოქმედებითი ორგანიზაციების მენეჯერთა სტაჟირება. 1985-1989 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახ. თეატრალურ ინსტიტუტში.