GPB
104.5 FM
გოჩა ჟორჟოლიანი
produser
g 0 Posts
g 0 Views

დაიბადა 1972 წლის 22 ივნისს თბილისში. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მთავარი პროდიუსერი. 2013 წლის ივლისამდე მუშაობდა პირველ ინტერნეტ ტელევიზიაში - კულტურის შესახებ „არტ-არეა TV2.0“-ში კომერციულ დირექტორად. 2012 წლის ოქტომბრამდე - საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ კინოცენტრში სუბსიდირების დეპარტამენტის უფროსია,  2008-2010 წ.წ.-ში ამავე ორგანიზაციაში  დირექტორის პირველი მოადგილე და ფილმწარმოების განყოფილების უფროსია. 2004 წლიდან სარეკლამო მიმართულებით მუშაობდა: როგორც სარეკლამო სააგენტოს კომერციული დირექტორი, შემდგომში კი - აღმასრულებელი დირექტორი. კინო და ტელე- ინდუსტრიაში მოღვაწეობს 90-იანი წლებიდან, როგორც გადამღები ჯგუფის დირექტორი, აღმასრულებელი პროდიუსერი და ტელე-პროგრამების ხელმძღვანელი. მუშაობდა როგორც პროდიუსერი რამდენიმე სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე, დოკუმენტურ ფილმებსა და სარეკლამო რგოლებზე. განათლებით ეკონომისტი, ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს. არის ქართული კინოს განვითარების სტრატეგიის თანაავტორი (2009 წ), პერიოდულად  მისი პუბლიკაციები სხვადასხვა ბიზნეს-გამოცემებში იბეჭდება.