GPB
104.5 FM
ელენე ბაკა კვირცხალია
produser
g 0 Posts
g 0 Views

სატელევიზიო მოღვაწეობა დაახლოებით 15 წლის ასაკში დავიწყე. პირველ არხზე ვიყავი გადაცემა "27"-ის წამყვანი. 1993 წლიდან ვმუშაობდი მეორე არხზე, ვაკეთებდი გასართობ გადაცემას "დიქსი", რომელიც თავადვე მიმყავდა. 

1995 წელს გარკვეული "რევოლუციური" მოსაზრებებით, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად, პროტესტის ნიშნად დავტოვე მეორე არხი და ე.წ. ანდერგრაუნდში გადავინაცვლე. სწორედ იქ შეიქმნა "მაესტრო" - პირველი გასართობი და მუსიკალური სტუდია, რომელიც სულ რამდენიმე წელიწადში ყველაზე ხალისიან, რეიტინგულ და მოდურ ტელევიზიად ჩამოყალიბდა. "მაესტროში" მოღვაწეობის 10 წლის მანძილზე, გავიარე ყველა ის ეტაპი, რაც სატელევიზიო სფეროს სიღრმისეული შესწავლისთვის და გამოცდილებისთვის არის საჭირო. სხვადასხვა დროს ვიყავი სხვადასხვა გადაცემების ავტორი, წამყვანი, რედაქტორი, პროდიუსერი, დირექტორი. 

2006 წელს დავბრუნდი 1 არხზე, გენერალური პროდიუსერის თანაშემწის პოზიციაზე. პარალელურად ვმუშაობდი რამდენიმე გადაცემაზე და საახალწლო პროექტებზე პროდიუსერად. 

2010 წლიდან ვიყავი შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის პიარისა და პროდიუსინგის დეპარტამენტის უფროსი. 

2012 წელს რეჟისორ გიორგი ებრალიძესთან ერთად, დავაარსე სარეკლამო საპროდიუსერო კომპანია "რე-ანიმატორი".  

2013 წელს მიმიწვიეს ტელეკომპანია "GDS"-ის შუადღის გადაცემის მოსამზადებლად და მთავარ პროდიუსერად. ზუსტად ერთ წელიწადში, ჩემთვის დღემდე გაუგებარი მიზეზით, გამათავისუფლეს სამსახურიდან. 

2014 წლის ნოემბრიდან ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა "კომუნიკატორის" პროდიუსერი.