GPB
104.5 FM
თამთა კიკალეიშვილი
host
g 0 Posts
g 0 Views

კარგად დანაყრებული ადამიანი, უკეთესი მეგობარია, უკეთესი დედაა, უკეთესი შვილია უკეთესი მამაა, ქმარი, ცოლი და საერთოდ უკეთესია. განათლებით თეატრის მხატვარი ვარ, შესაბამისად ჩემთვის კულინარიაში ესთეტიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ კერძი უგემურია, სულაც არ მაინტერესებს როგორ გამოიყურება. 17 წლის ვიყავი, როცა მივხვდი, რომ ჩემი პროფესიით თავს ვერ ვირჩენდი და ლონდონში იტალიური სამზარეულოს სკოლაში ჩავაბარე, ეს არის ძალიან ცნობილი რესტორანი სადაც მუშაობასთან ერთად ვსწავლობდი კიდეც. საქართველოში რომ ჩამოვედი, ლიტერატურული კაფეს მთავარ საცხობში დავიწყე მუშაობა. უდიდესი გამოცდილება მივიღე და მივხვდი, რომ ის რაც ნამდვილად კარგად გამომდის ნამცხვარია, თან ტკბილეული მიყვარს, კულინარიაში მნიშვნელოვანია აკეთო ის, რაც განსაკუთრებით გიყვარს. გარკვეულ ეტაპზე მივხვდი, რომ საკმარისი გამოცდილება დავაგროვე და მუშაობა დავიწყე ევროპის სახლის სამზარეულოში, ეს საქმე სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ ერთხელ ექვსასი ღვეზელი რომ გამოვაცხვე, სიამოვნებაზე ნამდვილად არ მიფიქრია, მზარეულობა საოცარ ნებისყოფას და შრომას მოითხოვს, შეიძლება 24 საათის განმავლობაში ფეხზე იდგე და ყველაფერს რომ გამოაცხობ, შეწვავ, მოხარშავ და შეაზავებ, მნიშვნელოვანია იცოდე, რომ რაც გააკეთე ნამდვილად ძალიან გემრიელია.