GPB
104.5 FM
ლია ტოკლიკიშვილი
Author of the project
g 0 Posts
g 0 Views

განათლებით ფილოლოგი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. 1992 წლიდან ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას, 1992-1996 წლებში იყო გაზეთ "7 დღის" კორესპონდენტი, 1998 წლიდან გაზეთ "ახალი 7 დღის" თანაგამომცემელი და თანარედაქტორი. აფხაზეთის, ცხინვალის ომების რეპორტიორი. ღია საზოგადოება საქართველოსა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის რტნიორობით განხორციელებული ჟურნალისტური გამოძიების პროექტების ხელმძღვანელი, ადამიანის უფლებათა ცენტრთან ერთად განხორციელებული საგამოძიებო პროექტის ჟურნალისტური ნაწილის ხელმძღვანელი. ავტორი ცნობილი ჟურნალისტური გამოძიებებისა, რომლებიც აფხაზეთის ომის, ომის შემდგომი პოლიტიკური და კრიმინალური ფაქტების გამოძიებას ეძღვნებოდა. ავტორი დოკუმენტური პროზისა: "ნიუტონა - როცა ისინი, მკვდრები, იღვიძებენ"; "მკვდარი ქალაქის ჩანაწერები"; "მიწა"; "მე აფხაზი ვარ". 2003-2011 წლებში ილიაუნში კითხულობდა სალექციო კურსს:  კონფლიქტების რეპრეზენტაცია, საგამოძიებო ჟურნალისტიკა.  2014 წლის 1 ივლისიდან არის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი, ერთ-ერთი ავტორი პროექტისა - "გამომძიებელი რეპორტიორი".