GPB
104.5 FM
მაიკო აბაშიძე
produser
g 0 Posts
g 0 Views

დამთავრებული აქვს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი, სპეციალობით - თეატრისა და ტელევიზიის ჟურნალისტიკა. იყო ბეჭდური გამოცემების: „24 საათის“, „დრონის“, „ყველა სიახლის“ ჟურნალისტი. ჰქონდა საავტორო რუბრიკა, საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს დილის გადაცემაში  - „პიკის საათი“, სადაც მუშაობდა კორესპონდენტადაც. მუშაობდა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსში“, ასევე, საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ში პროდიუსერად. იყო ტელეკომპანია  „მეცხრე არხის“ საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი. 2014 წლის 1 ივლისიდან იყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი, „მეორე არხის“ ჟურნალისტური გამოძიების პროექტის - „გამომძიებელი რეპორტიორის“ ტექნიკური პროდიუსერი.

2016 წლის პირველი სექტემბრიდან არის გადაცემის - "მთავარი" ტექნიკური პროდიუსერი.