GPB
104.5 FM
თამარ ჩიქოვანი
host
g 1 Posts
g 0 Views

საზოგადოებრივ მაუწყებელს 2015 წელს შემოვუერთდი. მანამდე სხვადასხვა მედია საშუალებებში ვმუშაობდი - გაზეთებში „თბილისი“ და „დრონი“, ვიყავი რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი, რადიო ბიბისის რუსული სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელი საქართველოში, ტელე-რადიო მაესტროს გადაცემების „პროფესია ჟურნალისტის“, „ჩვენ“ და „რადიო აქტიური ზონის“ წამყვანი.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმყავდა გადაცემა „მთავარი“, რომელიც მთავარი მოვლენების ანალიზს ეთმობოდა.

„თვითმმართველობა 2017“-ში  წავიყვან თბილისის ბლოკს  და ვეცდები, თბილისელ ამომრჩეველს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდო დედაქალაქში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამების შესახებ - ეს სწორედ ის არჩევანია, რომელიც უახლოესი 4 წლის განმავლობაში განსაზღვრავს როგორ ქალაქში, უბანსა და ქუჩაზე ვიცხოვრებთ.