GPB
104.5 FM
კახა ბუხრაშვილი
operator
g 0 Posts
g 0 Views

1994 წელს დაამთავრა თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 1998 წელს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტელესარეჟისორო ფაკულტეტი. 

1992 წელს  ოპერატორად მუშაობდა  საქართველოს ტელევიზიის "მეორე არხზე"; 

1993 წელს  სტუდია "თი-ბი-სი TV"-ში (სარეკლამო რგოლები და მუსიკალური კლიპები);

1994 წელს  საქართველოს ტელევიზიის "პირველ არხზე"; 

1996 წელს  ტელეკომპანია "რუსთავი 2-ში"; 

1999 წელს სტუდია "ნეპში" (დოკუმენტური ფილმები, მუსიკალური და სარეკლამო რგოლები); 

2000 წელს  "ტელეიმედში" (მუსიკალური და გასართობი გადაცემები); 

2002-2010 წლებში  "პირველ არხზე" (დოკუმენტური ფილმების სტუდია, "გააგრძელე საქართველოს ისტორია").  

მიღებული აქვს ა.შ.შ.-ს ფილმების ფესტივალ "ემის" პრიზი დოკუმენტური ფილმისათვის "ხმა მიეცით ბავშვებს".