GPB
104.5 FM
ნათია წულაძე
produser
g 1 Posts
g 0 Views

გადაცემა „სპექტაკლის დროს“ ავტორი და პროდიუსერი.                                                                   

დავიბადე თბილისში, დავამთავრე თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1989 წლიდან ვმუშაობ საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში, საქტელეფილმში.1997 წლიდან ვიყავი შაბათ-კვირის დილის გადაცემების წამყვანი და ჟურნალისტი, თეატრალური რუბრიკა „პარტერის“ ავტორი და წამყვანი. 2000 წლიდან ვმუშაობდი შემოქმედებით გაერთიანება „ალიონში“ კორესპონდენტად, შემდეგ კომენტატორად, რუბრიკის წამყვანად. ვიყავი შემოქმედებითი გაერთიანება „დღის“ გამოშვების რედაქტორი. 2006 წლიდან  ვიყავი  საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური  მიმართულების პროდიუსერი. 2007- 2008 წლებში ვიყავი პროგრამა „სარჩევის“ წამყვანი.  სხვადასხვა წლებში ვიყავი სხვადასხვა პროექტის პროდიუსერი: 2007-2012 წლების ცენტრალური საახალწლო გადაცემები, 2006 წელს პროექტი „ვნების კვირეული“, 2006 წელს პროექტი „ქართული დიასპორა - ხიდი მსოფლიოსთან“, 2007 წელს ყოველკვირეულ გადაცემათა ციკლი „სასამართლო დარბაზიდან“, 2007 წლის ევროვიზიის კონკურსი, 2008-2009 წელს პროექტი „მე მიყვარს საქართველო“, 2009 წლიდან ვიყავი დილისა და შუადღის გადაცემების პროდიუსერი; 2014 წლიდან ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის თეატრალური მიმართულების პროდიუსერი.