GPB
104.5 FM
ნატო ბერულავა
journalist
g 56 Posts
g 0 Views

დავიბადე და გავიზარდე ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში. დავამთავრე ინგირის პირველი საშუალო სკოლა, შემდეგ აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი (რუსული ენა და  ლიტერატურა). წლების განმავლობაში ვმუშაობდი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ინგირის პირველ და მეორე საშუალო სკოლებში. 

1997 წლის დეკემბრიდან ვარ ჟურნალისტიკაში. ვმუშაობდი რადიო „ევრაზიაში“, სააგენტოებში- BSP, GHN, Pirveli, რადიო  „ფორტუნა“, „საქართველოს ხმა“, გაზეთებში - „მთავარი გაზეთი“, „თავისუფალი გაზეთი“, „მართალი სიტყვა“. 2003-2004 წლებში ვმუშაობდი ტელეკომპანია „იბერიაში“ (დახურვამდე). 

2007 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე  ვმუშაობ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ კორესპონდენტად სამეგრელო-ზემო სვანეთში. არ ვარ გათხოვილი. მყავს დედა და მერვე კლასელი ობოლი დისშვილი, რომელსაც მე ვზრდი. სრულყოფილად ვფლობ ქართულ და რუსულ ენებს, ინგლისურს - საშუალოდ. მიყვარს ჩემი საქმე.