GPB
104.5 FM
თათია კუჭუხიძე
journalist
g 19 Posts
g 0 Views

დაამთავრა ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის გიმნაზია.
2007-2011 წლებში, სწავლობდა ილიას უნივერსიტეტის სასწავლო სატელევიზიო ცენტრის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის განხრით.
2013-2014 წლებში, სწავლობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მედია მენეჯმენტის კურსზე, მიიღო სერთიფიცირებული სპეციალისტის დიპლომი.
2015 წლიდან, ამ დრომდე ირიცხება საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტად, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, PR-ისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსზე.
2006-2007 წლებში, იყო არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-ის ქუთაისის რეგიონალური წარმომადგენლობის თანამშრომელი. მოზარდთა განვითარების პროგრამის თანაავტორი და მენეჯერი. სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს რადიოკომპანიებში „უცნობი“ და „აფხაზეთის ხმა“, ახალი ამბების რეპორტიორისა და საინფორმაციო გამოშვების წამყვანის პოზიციაზე. ასევე, საინფორმაციო გამოშვების წამყვანის პოზიციას იკავებდა ტელეკომპანია „მეცხრე არხსა“ და მედია კავშირ „ობიექტივში“.
ამჟამად, საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ კულტურის ბლოკის ჟურნალისტია.