GPB
104.5 FM
მერაბ წულუკიძე
journalist
g 170 Posts
g 0 Views

დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ჟურნალისტის სპეციალობით. 

პროფესიული საქმიანობა 1998 წლიდან აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურში დავიწყე, თავდაპირველად კორესპონდენტის, შემდეგ რედაქტორისა და უფროსი რედაქტორის პოზიციებზე. 2004 -2009 წლებში ვმუშაობდი ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის აჭარის ბიუროს კორესპონდენტად. 

2009 წლიდან დღემდე ვარ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ბათუმის ბიუროს კორესპონდენტი. ჩემი საქმიანობის სფეროა ახალი ამბები - ყველა სიახლე აბსოლუტურად ყველა სფეროდან, რაც ჩემს რეგიონში, ანუ აჭარაში, ხდება. პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სპორტული ამბები, პირდაპირი ჩართვები და რეპორტაჟები სამართლებრივ, სოციალურ, რელიგიურ და სხვა თემატიკაზე.