GPB
104.5 FM
ნინო ვარდოსანიძე
host
g 0 Posts
g 0 Views

16 წლის ვიყავი, როდესაც ჟურნალისტის პროფესია ავირჩიე და მაშინ ჯერ კიდევ კარგად არ მქონდა გააზრებული, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა საზოგადოების ინფორმირება. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს არ არის მხოლოდ მშრალი ინფორმაციის გადაცემა. ინფორმაციის საფუძველზე მოსახლეობა აკეთებს არჩევანს, დასკვნებს, თითოეულ ადამიანს უყალიბდება წარმოდგენა ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რაც მის ცხოვრებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი კი ამ ყველაფერში განსაკუთრებით დიდია. მე დღეს ამ გუნდის წევრი ვარ და კიდევ უფრო მოტივირებული და გულწრფელი, რასაც იმედი მაქვს, რომ ჩემი მაყურებელი ყოველდღიურად დაინახავს და შეაფასებს.

დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ვმუშაობდი სხვადასხვა ჟურნალსა და გაზეთში, 2003 წლიდან კი გადავინაცვლე სატელევიზიო სფეროში. 


2003–2008 წწ. ტელეკომპანია „მზე“ – საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და რეპორტიორი.

2008–2010 წწ. ტელეკომპანია „იმედი“ – საინფორმაციო გამოშვების წამყვანი.

2010–2012 წწ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე.

2012–2013 წწ. „მეცხრე არხი“ – საინფორმაციო გამოშვების წამყვანი.

2014–2016 წწ. შპს „სტუდია მაესტრო“ – გადაცემა „საქმიანი დილის“ წამყვანი.

2016 წ. ტვ პირველი – გადაცემა „საქმიანი დილის“ წამყვანი