GPB
104.5 FM
ანი ჩიქოვანი
produser
g 0 Posts
g 0 Views

აღმასრულებელი პროდიუსერი

დავიბადე თბილისში, 1988 წლის 4 მაისს. 4 წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავედი მოსკოვში, სადაც დავამთავრე საერთაშორისო ამერიკული სკოლა.

2009 წელს ბაკალავრის წოდება მივიღე მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართალში.

შემდეგ სწავლა გავაგრძელე ლონდონში, სადაც დავამთავრე University of Westminster "LLM Entertainment Law and Production", სამაგისტრო პროგრამა.

2010 წელს,  თბილისში დაბრუნების შემდეგ, სხვადასხვა დროს ვმუშაობდი ტელეკომპანია "იმედსა"  და  GDS - ში,  ჟურნალ "ET CETERA" და "Tbilisi Live".

2016 წლიდან ვმუშაობდი პირველი არხის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკში, "დილის მოამბის" პროდიუსერად.

ამჟამად ვარ წინასაარჩევნო სატელევიზიო პროექტ "თვითმმართველობა 2017"-ის პროდიუსერი.

ძალიან მიყვარს ტელევიზია.  მომწონს, რომ აქ პროდუქტის შექმნას გუნდური მუშაობა სჭირდება, მომწონს, რომ ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, მომწონს ის რიტმი, რაც მხოლოდ სატელევიზიო საქმისთვისაა დამახასიათებელი, მომწონს, რომ ჩემი აზრით, მაყურებლისთვის მნიშვნელოვან საქმეში ვმონაწილეობ.

 მოკლედ, ეს არის ადგილი, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობ.