GPB
104.5 FM
მარიამ აფციაური
journalist
g 8 Posts
g 0 Views

2016 წლის ოქტომბრიდან დავიწყე საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობა. მანამდე ვმუშაობდი ახალი ამბების სხვადასხვა სააგენტოში, რადიოებსა და გაზეთში.

2013 წლის იანვრიდან 2016 წლის ოქტომბრამდე ვიყავი გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტი. ვწერდი სოციალურ და ეკონომიკურ თემებზე. ასევე, მქონდა გვერდი „ტურიზმი და ავიაცია“. გაზეთ „რეზონანსის“ პარალელურად, 2016 წლის იანვრიდან 20 მარტამდე ვმუშაობდი ტელეკომპანია „იბერიაში“, გადაცემა „ბიზნესკოდში“. გაზეთამდე კი ისეთი აქტიური ფაზა გამოვიარე, როგორიც იყო „ინფო 9“ (2012 წლის აგვისტოდან - დეკემბერის ჩათვლით სააგენტო „ინფო 9“, „ინფო.ტვ“-ს ჟურნალისტი გახლდით). მანამდე მცირე ხანს ვმუშაობდი ინტერნეტპორტალ „კომერსანტში“. ჩემი პირველი ნაბიჯები კი რადიო „რადიო ქალაქში“ დაიწყო. იქ 2009 წელს დავიწყე მუშაობა, ეკონომიკის მიმართულებით ვაშუქებდი თემებს.

დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართული ფილოლოგია. სხვადასხვა ტრენინგთან ერთად გავლილი მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკური მედიასკოლის კურსი.