საზოგადოებრივი
104.5 FM
სალობიე, ლუჟკოვი და ოკუპაციის ფარატინა კანონი
წაკითხვა
ჰააგა გამოძიებას რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე აგრძელებს
რუსეთი უარს აცხადებს ითანამშრომლოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველო–რუსეთის 2008 წლის ომის დანაშაულის გამოძიების შესახებ. მიუხედავად ამისა, სს საერთაშორისო სასამართლოს პროკუკურორის ოფისი გამოძიებას არ წყვეტს. ის გამოიყენებს ყველა მასალას და ანგარიშს, რაც ამ დრომდე არსებობს აღნიშნულ საკითხზე, მათ შორის ტალიავინის კომისიის ანგარიშს.პ.ს. ჰააგის პროკურორს გამოძიების ნებართვა მიღებული აქვს ყველა ტიპის დანაშაულზე, რომის სტატუტიდან გამომდინარე, რაც შესაძლებელს ხდის წამებისა და მკვლელობის გამოძიებას. 
წაკითხვა
" დემოკრატიის ახალგაზრდა ქომაგის" ჯილდოს მფლობელი მოზარდი გახდა!
15 წლის გიორგი შელეგია -" დემოკრატიის ახალგაზრდა ქომაგის" ჯილდოს მფლობელი გახდა - გამოვლინდა ლიდერი რომლიც ცდილობს შექმნას შესაძლებლობები!22 აპრილს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ IV სტუდენტურ კონფერენციაზე, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდმა (IFES) და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციამ (CELA)-ამ  "დემოკრატიის ახალგაზრდა ქომ
წაკითხვა
გაერო სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას გამოიძიებს
დღეს გაეროს უშიშროების საბჭო ახალი რეზოლუციის პროექტის კენჭისყრისთვის ემზადება, რომელიც სირიის მთავრობისგან, 4 აპრილს ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე გამოძიებასთან თანამშრომლობას მოითხოვს. თავდასხმა იდლიბის პროვინციაში მოხდა და თითქმის 90 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა.ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირმა გუშინ განაცხადა, რომ ინფორმაცია, რომელსაც საიდუმლოების გრიფი მოეხსნა, აჩვენებს, რომ თავდასხმა სირიის კუთვნილმა სუ-22 თვითმფრინავმა მოახდინა და რუსეთმა, რომელმაც სირიის ქმედება მიჩქმალა, ქიმიური იარაღის გამოყენებაში მეამბოხეები დაადანაშაულა.,,რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ მისი მთავრობა გაეროს გამოძიებას მიესალმება.''
წაკითხვა
კახიძე: „სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია ევროკონვენციის მეორე მუხლი - სიცოცხლის უფლება“
„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:„სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. ბესლანის სპეცოპერაციის საქმეზე - ტაგაიევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა.სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია ევროკონვენციის მეორე მუხლი - სიცოცხლის უფლება, კერძოდ, სახელმწიფოს ვალდებულება,ა) მოახდინოს სიცოცხლის ხელყოფისკენ მიმართული საფრთხის პრევენცია;ბ) ეფექტურად გამოიძიოს სიცოცხლის ხელყოფა;გ) ისე დაგეგმოს და აკონტროლოს სპეცოპერაცია, რომ მსხვერპლი იყოს მინიმალური;დ) სასიკვდილო ძალა გამოიყენოს მაშინ, როდესაც ეს არის აბსოლუტურად აუცილებელი.409 აპლიკანტმა დაამტკიცა საკუთარი სიმართლე, რომელიც წლების განმავლობაში ვერ იპოვა რუსეთში. სამართალი ურმით დადის, მაგრამ ბოლოს მაინც იმარჯვებს.“ - წერს ოთარ კახიძე.
წაკითხვა
პატარაია: „ეჭვიანობა კი არ არის მიზეზი, ნამდვილი მიზეზი ის არის, რომ ქალებს ადამიანებად არ თვლიან“
„ეჭვიანობა კი არ არის მიზეზი, ნამდვილი მიზეზი ის არის, რომ ქალებს ადამიანებად არ თვლიან და სიკვდილით სჯიან კაცები“ - ასე ეხმიანება ბაია პატარაია გუშინ გვიან ღამით ასპინძაში მომხდარ მკვლელობას, მისი თქმით მედიაში გავრცელებული სავარაუდო მიზეზი, რომ ქმარმა ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა არასწორია, იგი ამის გამო მედიის წარმომადგენლებსაც აკრიტიკებს, პატარაიას თქმით, ამ კონკრეტული და მსგავსი მკვლელობების მოტივი არა ეჭვიანობა, არამედ ქალთა მიმართ სიძულვილია. „ჟურნალისტებო, რატომ იწყებთ ასეთ ფემიციდის ნიუსებს იმით, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს ქალი? ეჭვიანობა კი არ არის მიზეზი, ნამდვილი მიზეზი ის არის, რომ ქალებს ადამიანებად არ თვლიან და სიკვდილით სჯიან კაცები. ფემიციდი გენდერული ნიშნით ჩადენილი და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულია! დიახ, ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით ფემიციდი არის სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული გენდერის ნიშნით - ესაა მოტივი და არა ეს ყბადაღებული "ეჭვიანობა".“ - წერს ბაია პატარაია.შეგახსენებთ მამაკაცმა გუშინ გვიან ღამით 27 წლის მეუღლეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-მ მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
წაკითხვა
მარიშკა ჯავახაძე: „გორში მოხდა საზარელი ფაქტი. აღარ ვაპირებთ გაჩუმებას!“
მსახიობი მარიშკა ჯავახაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იგი გორში მომხდარი საზარელი შემთხვევის შესახებ წერს, მსახიობის ინფორმაციით, ქალაქში ძაღლი უმოწყალოდ ცემეს, შემდეგ ტომარაში გაახვიეს და სანაგვე ურნაში ჩააგდეს, ადგილზე მისულ მოქალაქეებს კი იგი მძიმე მდგომარეობაში დახვდათ. ძაღლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჯავახაძე შსს-ს მიმართავს და აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით რეაგირებისკენ მოუწოდებს. „გორში მოხდა საზარელი ფაქტი. უმოწყალოდ ცემეს ძაღლი, შემდეგ კი ტომარაში გაახვიესდა ნაგვის ურნაში გადააგდეს. ძაღლის ტირილი მთელ ქუჩას მოედო, ადგილზე მისულ ადამინებს ძაღლი სასტიკად ნაცემი დახვდათ. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მივმართავ შინაგან საქმეთა სმაინისტროს, მსგავსი ფაქტი 259 მუხლით ისჯება, რომელიც ითალისწინებს თავისუფლების 2 წლამდე აღკვეთას. მოახდინეთ სასწაფოდ რეაგირება. აღარ ვაპირებთ გაჩუმებას!!!!! სპეციალურად არ ვდებ ფოტოებს რადგან ძალიან მძიმე სანახავია!!! საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia“ - წერს მარიშკა ჯავახაძე.აქვე განმიმარტავთ იმ მუხლის შინაარს, რომელზედაც მსახიობი საუბრობს: 259 მუხლი: ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია,აგრეთვე ცხოველის წვალება,
წაკითხვა
„პატრულმა ორსულ ქალს საფრთხე შეუქმნა, ამის გაპროტესტებისთვის კი მამაკაცი დააკავეს“ [ვიდეო]
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საპატრულო პოლიციის მანქანის მიერ ზებრა გადასასვლელით მოსარგებლე ორსული ქალისთვის ხიფათის შექმნას ამ ქალთან ერთად აპროტესტებდა, პოლიციის სამი ეკიპაჟის გამოძახების შემდეგ ქუჩაში დააკავეს.ფაქტი, რომელიც აბაშიძისა და ბერძენიშვილების ქუჩების კვეთასთან მოხდა, გამვლელმა მობილურით გადაიღო და “ფეისბუქზე” ატვირთა.„ის რომ ქალაქში ფეხით გადაადგილება შეუძლებელია და აბსოლუტური ანარქიაა და თითოეული ჩვენგანი ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვართ ყოველდღიურად ეს მემგონი სადაო საკითხი აღარ უნდა იყოს, მაგრამ ის რომ ამის უგულებელყოფა და იგნორირება ჩვენი მხრიდან კარგ შედეგებამდე არ მიგვიყვანს ეს კიდევ სხვა. დღეს დაახლოებით 13:00 სათზე, აბაშიძისა და ბერძენიშვილის ქუჩების კვეთაზე, ჩემი ყურადღება მიიპყრო ქალბატონის შეშფოთებულმა ტონმა და მისმა პროტესტის გამოხატვამ პატრულის მიმართ. საუბრიდან რამოდენიმე ფრაზა მომესმა, რომელსაც ეს ქალბატონი შეშფოთებით გამოთქვამდა, რაც უკავშირდებოდა ეგრედწოდებულ ზებრაზე გადასვლას და იმას თუ როგორ შეშინდა იგი იმ ფაქტით რომ მას გზაზე გადასვლისას კინაღამ მანქანამ დაარტყა. იქვე ამ ქალს გვერდში ედგა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მოგვიანებით აღმოჩნდა ამ ქალბატონს უბრალოდ თანადგომას უცხადებდა ცდილობდა შიგადაშიგ ერთი სიტყვა ჩაეკვეხებინა საუბარში რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობდა პატრულსა და აღნიშნულ ქალბატონს შორის. პატრულის თანამშრომლები კი თითქოს ამ ქალბატონის დაწყნარებისა და დაცვის ნაცვლად, რაღაცას უკიჟინებდნენ, საკმაოდ აგრესიული ტონით გამოირჩეოდნენ და მოუწოდებდნენ მას მიეღო შესაბამისი ზომები და გაესაჩივრებინა აღნიშნული ფაქტი და თითქოს ცდილობდნენ ამით მის თავიდან მოცილებას,ვიდრე მე შენელებული სვლით ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გვერდი ავუარე პატრულის მიერ ზებრაზე მიტოვებულ მანქანას და განვაგრძე ჩემი გზით სვლა, ამასობაში 3 დამატებითი პატრულის ეკიპაჟი ოპერატიულად შემოვარდა ქუჩის სხვადასხვა მხრიდან და მიცვივდნენ საკუთარ კოლეგებს დასახმარებლად. თავიდან დავიწყე იმ მანქანის ძებნა რომელიც პოტენციური დამნაშავე უნდა ყოფილიყო ამ სიტუაციაში თუმცა ამაოდ. ფაქტი გამაოგნებელია, მანქანა რომლის მოძრაობამაც ამ ქალის აღშფოთება და შიში გამოიწვია აღმოჩნდა თავად პატრულის. მოგვიანებით გავარკვიე იქვე მყოფი ადამიანებისგან, რომ ეს ქალი იყო ორსულად და ის ახალგაზრდა ბიჭი რომელიც მას იცავდა იყო უბრალო გამვლელი რომელმაც ის ამ სიტუაციაში დაიცვა და ცდილობდა პატრულისთვის შეეხსენებინა ქალბატონის ფიზიკური მდგომარეობა. თუ რა მოყვა ამას ყველაფერს თავად შეგიძლიათ ვიდეო მასალაში იხილოთ.“
წაკითხვა
ვერდიქტი.
საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი იქნება თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაიღებს უზენაესი სასამართლოში შესულ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეთა სხდომებს,რისი უფლებაც მას კანონით აქვს. კარგი იქნება თუ კვირეში ერთხელ  მაინც გავა ეს გადაცემა.ვფიქრობ ამით დაანიტერესდებიან არამარტო დამწყებ იურისტები,არამედ მოსწავლეებიც,რომლებიც ფიქრობენ,რომ მომავლი პროფესია სამართალს დაუკავშირონ.
წაკითხვა
ევროპული სასამართლო გადამწყვეტი სიტყვა ქართულ მედიაში
საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან თითქმის სამი ათწლეულის შემდეგაც კი საქართველოს სამოქალაქო აქტივისტები მედიის თავისუფლების იმ სტანდარტებისთვის იბრძვიან, რომლებიც ევრო-ატლანტიკური სივრცის ქვეყნებს ახასიათებთ, რისკენაც ქვეყანა მიილტვის.მედიის დამცველებმა ამ კვირას ერთი გამარჯვება მაშინ მოიპოვეს, როცა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თბილისის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეასრულა. ამით სტრასბურგის სასამართლომ ქვეყნის ყველაზე რეიტინგული და, ამავდროულად, არსებული მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელისთვის - ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის პროცესი შეაჩერა.„ევროპამ საქართველო გადაარჩინა''
წაკითხვა
უკრაინა რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის
ყირიმის ანექსიის და სეპარატისტების დაფინანსების გამო, უკრაინა რუსეთს გაეროს უმაღლეს სასამართლო ორგანოში უჩივის. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, უკრაინამ სარჩელი “სამხედრო ინტერვენციის, ტერორიზმის დაფინანსების და მილიონობით უკრაინის მოქალაქეთა ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე” შეიტანა.კიევი თვლის, რომ რუსეთის ფედერაციას ჩადენილის გამო, “საერთაშორისო პასუხისმგებლობა” ეკისრება. დანაშაულებს შორის, აღმოსავლეთ უკრაინის რიგ ქალაქებში “მშვიდობიანი მოქალაქეების” დახოცვის და 2014 წელს “ემ-ეიჩ-17” რეისით მოძრავი თვითმფრინავის ჩამოგდებაც არის.რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარების გაგზავნის თაობაზე ბრალდებები რამოდენიმეჯერ უარყო. სასამართლო მოსმენების ზუსტი თარიღის შესახებ ცნობა ჯერჯერობით არ ვრცელდება.წყარო: http://www.amerikiskhma.com/a/ukraine-russia-international-court/3679819.html
წაკითხვა
გაძევებულმა რუსმა დიპლომატებმა დატოვეს აშშ
რუსმა დიპლომატებმა, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით 72-საათის ვადა ჰქონდათ ამერიკის დასატოვებლად, უკვე გაემგზავრნენ ვაშინგტონიდან. ამის თაობაზე, რუსეთის ახალი ამბების სააგენტოებს უამბო აშშ-ში რუსეთის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ნიკოლაი ლახონინის თქმით თვითმფრინავი, რომელშიც რუსი დიპლომატები იმყოფებიან, უკვე აფრინდა ვაშინგტონიდან. თეთრმა სახლმა 29 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომ ქვეყნიდან გააძევებს რუსეთის 35 დიპლომატს. აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დაიხურება რუსეთის ორი დაწესებულება მერილენდსა და ნიუ-იორკში. აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი სადაზვერვო მიზნებისთვის გამოიყენება. რუსეთის მოქალაქეებს 72 საათის განმავლობაში დაატოვებინებენ აშშ-ის ტერიტორიას ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან.წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/a/28208505.html
წაკითხვა
12 წელი და „ოთხოზორიები რუსეთის წინააღმდეგ“
საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელს რაშიდ კანჯი ოღლის, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას აფარებს თავს, ზუგდიდის სასამართლომ გუშინ, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.რეზონანსული მკვლელობის საქმის განხილვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ სამი თვის წინ დაიწყო. დაიკითხა 50-ზე მეტი მოწმე, მათ შორის, Skype-ის საშუალებით, მკვლელობის უშუალო თვითმხილველები, ოკუპირებული გალის რაიონიდან.მათ სასამართლო პროცესზეც დაადასტურეს, რომ აფხაზი „მებაჟე“, რომელმაც 2016 წლის 19 მაისს, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, სოფელ ხურჩაში, უკიდურესი ცინიზმით, გიგა ოთხოზორია მოკლა, ნამდვილად რაშიდ კანჯი ოღლია. იგი ამჟამად ტყვარჩელთან ახლოს, სოფელ აკამარაში ცხოვრობს.რაშიდ კანჯი ოღლის ინტერესებს სასამართლოზე, სახაზინო წესით დანიშნული ზუგდიდელი ადვოკატი, მთვარისა ბიგვავა იცავდა. მან განაცხადა, რომ პროკურატურის გამოძიება არასრულყოფილია და წარმოდგენილი მასალებით, შეუძლებელია იმის დადგენა, რომ ოთხოზორია ნამდვილად კანჯი-ოღლიმ მოკლა.12 წლიანი განაჩენის მიუხედავად, უკმაყოფილო დარჩნენ გარდაცვლილის დედა ჯული ჭანტურია და ქვრივი ნინო მატკავა. როგორც ჯული ჭანტურიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას არ აქვს იმედი, რომ ეს განაჩენი აღსრულდება.,,არ ვიცი..აღსრულებადია ეს განაჩენი? არა მგონია. მკვლელი თავისუფლად დადის, არც დაკავებულია და არც არაფერი“ - ამბობს ჯული ჭანტურია, გიგა ოთხოზორიას დედა.
წაკითხვა
უკრაინის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა რუსული კომპანია ,,გაზპრომი'' დააჯარიმა
უკრაინის ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანია ,,გაზპრომი'', 85 მილირდი გრივნით დააჯარიმა. 
წაკითხვა
საპროტესტო აქციები პოლონეთში
პარლამეტის შენობის ბლოკირებისა და პრეზიდენტის სასახლესთან აქციის გამართვის შემდეგ მოქალაქეებმა საპროტესტო მიტინგი ვარშავაში, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთანაც ჩაატარეს. დემოსტრაციები პოლონეთში უკვე მესამე დღეა გრძელდება.წყარო: TV პირველი
წაკითხვა
ბათუმის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ახალგაზრდა მამაკაცის ცემაში ადანაშაულებენ
ბათუმის საპატრულოს რამდენიმე თანამშრომელს ახალგაზრდა მამაკაცის ცემაში ადანაშაულებენ. განცხადება ამის შესახებ ბათუმში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გააკეთეს. ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობენ დაზარალებულის მშობლები. ირაკლი ქაჯაიას დედის თქმით, სამართალდამცავებმა მისი შვილის დაკავება ადმინისტრაციული წესის დარღვევის გამო გადაწყვიტეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანის დროს, დედის განცხადებით, ირაკლი ქაჯაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზარალებულის მშობლები ფოტოებსაც ავრცელებენ, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ირაკლი ქაჯაია სასტიკად ნაცემია. შემთხვევა ბათუმში 2 დღის წინ მოხდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.
წაკითხვა
უკომენტაროდ- დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილებს შორის
წაკითხვა
თინათინ ჟორდანია - ბაღების სააგენტოს კადრების ხელმძღვანელი
მინდა მოგიყვეთ ერთი შემთხვევის შესახებ, რომელიც ძალიან დიდი პრობლემაა დღეს საქართველოში და არ შემეძლო არ დამეწერა. ერთ-ერთ ბაღში იყო ვაკანსია ექთნის თანამდებობაზე. რადგან ბაღის ხელმძღვანელობას არ ჰყავდა კანდიდატი, ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეატყობინა ჩემ რესპოდენტს, რომ მისულიყო გასაუბრებაზე. ბაღში გასაუბრების შემდეგ, გაგზავნეს ეს ადამიანი ბაღების სააგენტოს კადრების განყოფილებაში თინათინ ჟორდანიასთან. ორი სიტყვით ვიტყვი ამ ადამიანის ცოდნისა და გამოცდილების შესახებ: არის 46 წლის ქალბატონი, აქვს დამთავრებული სამედიცინო ტექნიკუმი, 10 წელზე მეტი მუშაობდა უფროს ექთნად, 2005 წელს, 3 გადამზადების შემდეგ, გახდა ოჯახის ექთანი ტრენერი (საოჯახო მედიცინის სასწავლო ცენტრი), სადაც მუშაობდა 2012 წლამდე, ასევე, აქვს ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება, კერძოდ, მუშაობდა რამდენიმე ბავშვთან ძიძად.  ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს ადამიანი 200%-ით აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ბაღის ექთანს სჭირდება. მოკლედ, არაპუნქტუალობის, 1სთ ლოდინის შემდეგ, გასაუბრებაზე დასცინეს განათლებაზე, არაადეკვატურ კითხვებს უსვამდნენ და იმ დონეზე დაამცირა სამმა ადამიანმა (თინათინ ჟორდანია, დანარჩენი ორის სახელი არ ვიცი) ქალი ტირილამდე მიიყვანეს. არცერთ მანთანს არ უნახავს საბუთები, სერტიფიკატები, თუ რა გამოცდილება ჰქონდა, მხოლოდ ირონიულად და დამცირების ენით მიუდგნენ. ეს პირველი ნაბიჯია ქ-ნ თინათინ ჟორდანია ჩემი მხრიდან. მე მოვითხოვ თქვენი განათლების, სამუშაო გამოცდილებისა და გამჭვირვალობის კონტროლს, რადგან ან დატოვოთ აღნიშნული თანამდებობდა თუ არ შეგიძლიათ პატივი სცეთ ადამიანებს, რომლებიც გაცილებით მეტი გამოცდილების არიან, ვიდრე თქვენ და სადმე ჩაეწერეთ ტრენინგზე და ისწავლეთ, რას ნიშნავს ადამიანური რესურსების მართვა და როგორ უნდა მოიქცეთ გასაუბრებაზე. ნამდვილად სამარცხვინოა თქვენი საქციელი ქ-ნ თინათინ ჟორდანია!
წაკითხვა
სასწრაფოდ
დაასწარი პროფესიონალებს, ატვირთე პირველმა პირველზე!
საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმში ჯამლეტ ხუხაშვილის საიუბილეო წიგნის "ყურადღება 50/70" პრეზენტაცია გაიმართა.
წაკითხვა
В Абхазии пытаются Грузинов Гальского р-на «обабхазить»
В Абхазии пытаются Грузинов Гальского р-на «обабхазить»
წაკითხვა