საზოგადოებრივი
104.5 FM

დიდხანს ვფიქრობდი დამედო თუ არა ეს ტექსტი

Elena Trekhlebova
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2015-06-17 17:57:00

დიდხანს ვფიქრობდი დამედო თუ არა ეს ტექსტი აქ, აი ასე, საჯაროდ. ბოლოს მივიღე გადაწყვეტილება რომ დავდებ. ვერც ფიქრს ვაჩერებ, და ვერც თითებს. 14 ივნისის ტრაგედიამ წამართვა ძალა, ენერგია და ძილი. ზოგ მოვლენას ტელეეკრენიდან ვხედავდი, ზოგის მონაწილეც მე თვითონ გავხდი და დავასკვენი. რომ ყველა მეცნიერი, რომელიც წლებს ატარდებდა პარალელური სამყაროების აღმოჩენისათვის, უბრალოდ ფუჭად ხარჯავდა დროს. მათ 14 ივნისს მხოლოდ თბილისისკენ მომავალი თვითმფრინავის ბილეთი უნდა აეღოთ. და თავისი თვალით ნახავდნენ იმას, რაც უნებლიედ მე დავინახე. მე დავინახე ორი პარალელური სამყარო. ორი საზოგადოება. ორი თბილისი. ორი საქართველო. ერთ საქართველოში ტრაგედიამ ყველას სუნთქვა შეუკრა და წამებში გააჭაღარავა. მეორე საქართველოში ვერაფერი შეამჩნიეს. ერთ საქართველოში დილიდან სტიქიის ადგილებზე უამრავი ახალგარზდა მიაწყდა. მეორე საქართველოში ბირჟაზე ბიჭები ბჭობდნენ, სად ეშოვათ ორი ლარი ლუდისთვის. ერთ საქართველოში ახალგაზრდა გოგოებმა შავები ჩაიცვეს.მეორე საქართველოში სილამაზის სალონებში ადგილები არ იყო. ერთ საქართველოში მანქანები სახლის ეზოებსა და ავტოსადგომებზე დატოვეს. მეორე საქართველოში მძღოლები რამდენიმე საათიან საცობებზე წუწუნებდნენ. ერთ საქართველოში ტაქსის მძღოლებს მგზავრები სიმბოლურ თანხად, ან სულად უფასოდ დაყავდათ. მეორე საქართველოში ისნიდან ვაჟას გამზირზე გოგოს 20 ლარი მოსთხოვეს. ერთ საქართველოში მოხალისეებისთვის წყალი უფასოდ მოჰქონდათ. მეორე საქართველოში ნახევარ-ლიტრიან ბოთლს ლარად ყიდდნენ. ერთ საქართველოში ავტობუსში ბინდისას ასულ ტალახში ამოვლებულ მოხალისეებს კონტროლიორები სამგზავრო ბილეთს არ აღებინებდნენ. ასაკოვანი მგზავრები კი ადგილს უთმობდნენ, გადაღლილები ხართო. მეორე საქართველოში ავტობუსში ბინდისას ასულ ტალახში ამოვლებულ მოხალისეებს მგზავრები საყვედურობდნენ – ცოტა გვერდით გაიწიე, ახალი გარეცხილი ტანისამოსი მაცვიაო. ერთ საქართველოში პოლიტიკოსები ერთად ასუფთავებდნენ ქუჩებს და შემდეგ ერთმანეთს ხელს ართმევდნენ. მეორე საქართველოში პოლიტიკოსები ხელს ერთმანეთისკენ იშვერდნენ, ოფისებიდან ბრიფინგებს მართავდნენ და სტიქიაში ბუნების გარდა ყველაფერს ადანაშაულებდნენ. ერთ საქართველოში გარშემო ვერავის ხედავდნენ. თავდაუზოგავად შრომობდნენ და თავის აწევის დრო არ ჰქონდათ. მეორე საქართველოში სოციალურ ქსელებში სტატუსებს დებდნენ – ის რატომ არ მოვიდა, ეს რატომ არ მოვიდაო. ერთ საქართველოში სკოლის მოსწავლეებმა ექსკურსია გადადეს და იკითხეს, შეგროვილი თანხა სად გადავრიცხოთო. მეორე საქართველოში ქალაქგარეთ მწვადებით “სელფებს” იღებდნენ. ერთ საქართველოში სახლებში საღამოთი ტელევიზორის ხმა იყო დაწეული. მეორე საქართველოში ეზოებში მანქანებიდან ბოლო ხმაზე ისმოდა მუსიკა. ერთ საქართველოში მორწმუნეები ამბობდნენ – ღმერთმა განსაცდელი გამოგვიგზავნა, რომ ვნახოთ – ყველაფერი ფუჭი და წარმავალია ადამიანის სიცოცხლის გარდა. მეორე საქართველოში მორწმუნეები ამბობდნენ – ღმერთმა კაზანტიპის და ID ბარათების გამო დაგვსაჯაო. ერთ საქართველოში გლეხები მოსავალს და შემონახულ ბოსტნეულს თბილისში სამარშრუტოებით აგზავნიდნენ. მეორე საქართველოში დილამდე ქეიფობდნენ. ერთ საქართველოში მე ეს ჩემი ფიქრები გავბედე და საჯაროდ დავდე, იმის იმედით, რომ პირველი საქართველო გაიმარჯვებს. პირველი საქართველო გაძლიერდება. პირველი საქართველოს საამაყო შვილები ყველაფერს გაუძლებენ და გადაიტანენ თავიანთ შეიძლება ერთი შეხედვით სუსტ, მაგრამ ძალიან ამტან მხრებზე. მეორე საქართველოში, მე დავწექი და დავიძინე.
მსგავსი რეპორტაჟები
დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი მეგობრისა და თანამებრძოლის თამაზ ავდალიანის გარდაიცვალების გამო
დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი მეგობრისა და თანამებრძოლის თამაზ ავდალიანის გარდაიცვალების გამო
დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი მეგობრისა და თანამებრძოლის თამაზ ავდალიანის გარდაიცვალების გამო. იგი იყო ნამდვილი პატრიოტი, საქართველოსთვის გულანთებული კაცი. პარტია ,,ქართული ოცნების“ დაარსების დღიდან
წაკითხვა
თორნიკე ზედელაშვილი - ვეღარ მოვითმინე და „შევკადრე“, - ბიძაჩემო, ეს ეკლესია სომხურია მეთქი
თორნიკე ზედელაშვილი - ვეღარ მოვითმინე და „შევკადრე“, - ბიძაჩემო, ეს ეკლესია სომხურია მეთქი
წაკითხვა
Задержан участковый уполномоченный Ткварчельского РОВД
Задержан участковый уполномоченный Ткварчельского РОВД
Задержан участковый уполномоченный Ткварчельского РОВД
წაკითხვა
"ევროპული საქართველო" პარლამენტში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობ საკანონმდებლო პაკეტს წარადგენს
„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტია პარლამენტში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობ ს
წაკითხვა
 უკომენტაროდ- დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილებს შორის
უკომენტაროდ- დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილებს შორის
წაკითხვა
გაეროს ახალ გენერალურ მდივანს 2017 წელს „მშვიდობის დამყარების“ სურვილი აქვს
გაეროს ახალ გენერალურ მდივანს 2017 წელს „მშვიდობის დამყარების“ სურვილი აქვს
გაერო-ს ახალი გენერალური მდივნის, ანტონიო
წაკითხვა
გიორგი არველაძე: „ამ დიდებული განცხადების მერე ჩემ თვალშიც
გიორგი არველაძე: „ამ დიდებული განცხადების მერე ჩემ თვალშიც "ევროქოცები" გახდით“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი არველაძე სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ ვიზალიბერალიზ
წაკითხვა
პატარა ლუკა საზოგადოების დახმარების მოლოდინში
პატარა ლუკა საზოგადოების დახმარების მოლოდინში
რვა წლის ლუკა, ცხოვრობს გორში. მას აქვს თანდაყოლილი ცერებრული დამბლა,სასწრაფოდ ესაჭიროება გამოკვლევები და შემდგომში მკურნალობა, იმ შემთხვევაში თუ ახლა არ მოხერხდება მისი გამოჯანმრთელება ის მთელი ცხოვრ
წაკითხვა
10831