საზოგადოებრივი
104.5 FM

როსღა გვეღირსოს ჩვენ 6 ერი?!

George Fulariani
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2016-04-04 01:49:00

"ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება"?! – წერს ლეგენდარული ქართველი მწერალი ილია ჭავჭავაძე "ელეგიაში". ამით იმიტომ დავიწყე, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შედეგებიდან გამომდინარე მეც ანალოგიური კითხვა მიჩნდება: "როსღა გვეღირსოს ჩვენ 6 ერი"?!

შორს სულაც რომ არ წავიდეთ, ელემენტარულად "ბორჯღალოსანთა" ბოლო მატჩი გავიხსენოთ: ერთა თასის წლევანდელი სეზონის უკანასკნელი შეხვედრა, "დინამო არენა", 65 000 გულშემატკივარი (რეკორდული რაოდენობა!!!), მეტოქედ კი საკმაოდ ძლიერი რუმინეთის ნაკრები, რომელსაც მილტონ ჰეიგის გუნდმა 38:9 სძლია და თანაც, მოგებაც არის და მოგებაც – ეს გამარჯვება ძალზე დამაჯერებლად იქნა მოპოვებული.

სწორედ ამის მერე იყო იტალიის ნაკრების კაპიტანმა სერჟიო პარისემ რომ თქვა, 
საქართველო და რუმინეთი პროგრესირებენ, თუმცა მათ საფრანგეთი და ირლანდია არასდროს დაუმარცხებიათ და ექვსი ერის კარები დაკეტილიაო. 

იტალიელ კოლეგას ჩვენმა კაპიტანმა მამუკა გორგოძემ ისე უპასუხა, როგორც "გორგოძილა" მეტოქეებს უხეში თამაშის გამო უთავაზებს ხოლმე მუშტებს: 
„ის, რაც პარისემ თქვა, არასწორი იყო. ერთადერთი, რაც მინდა ვთქვა, რომ უელსთან საქართველო არასდროს წააგებს 70 ქულიანი სხვაობით!

კვლავ გავიმეორებ, რომ საქართველო ექვსი ერისთვის ბოლომდე მზად არაა, თუმცა ბოლო 17 წელია იტალიაზე სწრაფად ნამდვილად ვპროგრესირებთ“.

ალბათ მართალია გორგოძე როცა ამბობს, რომ "საქართველო ექვსი ერისთვის ბოლომდე მზად არაა", მაგრამ ფაქტია, რომ ნაკრებს პროგრესისთვის ძლიერ მეტოქეებთან ჭიდილი სჭირდება.

მიმდინარე წელს 6 ტესტ–მატჩს გავმართავთ. „ბორჯღალოსნები“ ოკეანეთში მიემგზავრებიან. პირველ ამხანაგურ შეხვედრას 11 ივნისს სამოას წინააღმდეგ გამართავენ. 18 ივნისს უკვე ტონგას, ხოლო 25 ივნისს მასპინძელ ფიჯის დაუპირისპირდებიან.

ნოემბერში უკვე მილტონ ჰეიგის გუნდს ორი საშინაო ტესტი ელის – 12 რიცხვში იაპონიასთან, ხოლო 5 დღის შემდეგ კი „მანუ სამოასთან“. ნოემბრის ტესტის ბოლო მატჩი კი 26 ნოემბერს შოტლანდიაში ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ შედგება. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საქართველო შოტლანდიას მსოფლიო თასის გარეთ შეხვდება.

ისევ 6 ერის თემას რომ დავუბრუნდეთ... უკვე არაერთმა უცხოურმა გამოცემამ დაწერა, რომ ჩვენ და რუმინეთი იქ შესვლას ვიმსახურებთ, თუმცა ერთი რამ ფაქტია: 6 ერი არის კომერციული ტურნირი და ჩვენი და რუმინეთის გამო იტალიას ან რომელიმე გუნდს არავინ ამოიღებს. კარგი იქნებოდა 6 ერი 8–ად გადაეკეთებინათ და ბარემ, ჩვენ და რუმინელებიც ვიქნებოდით, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა.

არადა, ერთა თასი მოგებული გვაქვს, "ბორჯღალოსნებს" 2019 წელს იაპონიაში დაგეგმილი მსოფლიო თასის საგზური უკვე ავტომატურად მოპოვებული აქვთ და იდეალური იქნებოდა 6 ერში მონაწილეობა მიგვეღო, თუმცა არც ზემოთხსენებული ტესტებია სახუმარო საქმე. 

როგორც ჩანს, სამწუხაროდ, 6 ერში შესვლა კარგა ხანს არ გვეღირსება და ვისურვებდი, რომ ხშირი ტესტები გვქონდეს ისეთ გუნდებთან, როგორებიც ახალი ზელანდია, ავსტრალია, საფრანგეთი არიან – სხვაგვარად მხოლოდ ერთა თასის ხარჯზე პროგრესი ძალიან რთულია... ძალიან!!!

მსგავსი რეპორტაჟები
მერია და თბილისელები - რას ფიქრობს ხალხი?!
მერია და თბილისელები - რას ფიქრობს ხალხი?!
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "მსოფლიო ლიდერებთან ერთად არაფორმალურ შეხვედრაში" მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე სტრატეგიული კონკურენციის ახალ გლობალურ კონტექსტზე ისაუბრეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "მსოფლიო ლიდერებთან ერთად არაფორმალურ შეხვედრაში" მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე სტრატეგიული კონკურენციის ახალ გლობალურ კონტექსტზე ისაუბრეს. სიტყვით გამოსვლისას საქართველ
წაკითხვა
В Абхазии подорожали цены на продукты питание
В Абхазии подорожали цены на продукты питание
В Абхазии подорожали цены на продукты питание
წაკითხვა
ქუთაისში ავტოავარიის შედეგად ქვეითად მოსიარულე გარდაიცვალა
ქუთაისში ავტოავარიის შედეგად ქვეითად მოსიარულე გარდაიცვალა
წაკითხვა
იუსტიციის სამინისტრო - ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო დოკუმენტების მიღების პრობლემის მოსაგვარებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს
იუსტიციის სამინისტრო - ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო დოკუმენტების მიღების პრობლემის მოსაგვარებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს
იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო დოკუმენტების გაცემის კუთხით არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, "უსაფუძვლო განცხადებების გაკ
წაკითხვა
სულბატი რუსეთმა დაბლოკა თუ ტექნიკური ხარვეზი?
სულბატი რუსეთმა დაბლოკა თუ ტექნიკური ხარვეზი?
კრასნოდარში ვცხოვრობ, ვარ ბილაინის აბონენტი.სულბატის ნომერზე არც ზარი და არც მეჯისის გაგზავნა არ მოხერხდა.არ არსებული სერვიზი, ეს იყო ოპერატორის პასუხი.ხაზგასმით ავღნიშნავ რომ ხმის მიცემის დრო არ იყო
წაკითხვა
Red Bull Jump And Freeze 2016- გადმოხტი და გაიყინე 2016   Recbox Production  Recbox Production
Red Bull Jump And Freeze 2016- გადმოხტი და გაიყინე 2016 Recbox Production Recbox Production
გადმოხტი და გაიყინე 2016  არის ღონისძიება სადაც მონაწილეობა შეუძლიათ მაქსიმუმ 3 კაციან გუნდებს . მათი მიზანია  კრეატიულად გადახტნენ -4 გრადუს წყალში   , ამ ყველაფერს  აფასებს სპეციალური  ჟიური , 
წაკითხვა
კორძაია: „250 წელი იცოცხლა, რომელ ხელისუფლებას არ მოესწრო და აგერ...“
კორძაია: „250 წელი იცოცხლა, რომელ ხელისუფლებას არ მოესწრო და აგერ...“
„აი, სიკვდილსაც რომ არ აცლი ხეს! 25
წაკითხვა
3803