საზოგადოებრივი
104.5 FM

"საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიციის" განცხადება ხურჩაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

nika maxarashvili
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2016-05-24 15:07:00

"საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიციის" ხურჩაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ჩვენ, ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. "გვსურს, გამოვეხმაუროთ 19 მაისს, ადმინისტრაციულ საზღვარზე, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მომხდარ სროლის ფატალურ შემთხვევას, რომლის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ეს არის უმძიმესი ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპაციის პირობების სიმძიმეს. აღნიშნული ფაქტით კიდევ ერთხელ, უხეშად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. რომლის შეიარაღებული ძალები მთლიანად აკონტროლებენ აფხაზეთის ტერიტორიასა და გამყოფი ხაზის მთლიან პერიმეტრს. მკვლელობა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. აღნიშნული, მიუთითებს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობაზე. „საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიცია“ უსამძიმრებს და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მოახდინოს უმკაცრესი რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე. აგრეთვე, მოვუწოდებთ მხარეებს თანამშრომლობისკენ, რათა აღნიშნული ინციდენტი სწრაფად და ობიექტურად იყოს გამოძიებული, ხოლო დამნაშავე დასჯილი. აღნიშნული ინციდენტი კიდევ ერთხელ მიუთითებს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) სასწრაფო აღდგენის აუცილებლობაზე."-ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიცია" ექვს არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
მსგავსი რეპორტაჟები
„ირაკლი ოქრუაშვილს გორში იმ სიტუაციის დაბრუნება უნდა, რაც მისი მმართველობის დროს იყო“
„ირაკლი ოქრუაშვილს გორში იმ სიტუაციის დაბრუნება უნდა, რაც მისი მმართველობის დროს იყო“
წაკითხვა
დღეს
დღეს "ბარამბომ" გორში ღონისძიება გამართა და ბავშვებს ნაყინები დაურიგა
დღეს საღამოს "ბარამბომ" გორის ცენტრში ღონისძიება გამართა. ღონისძიების დასრულების შემდეგ ბავშვებს 10 000 ნაყინი დაურიგდა. გორელები დღევანდელი ღონისძიებით კმაყოფილები
წაკითხვა
ინტერაქტივში მონაწილეთა 75%-ის აზრით პრეზიდენტს ხალხი უნდა ირჩევდეს
ინტერაქტივში მონაწილეთა 75%-ის აზრით პრეზიდენტს ხალხი უნდა ირჩევდეს
დღეს 
წაკითხვა
პატარაია: „ეჭვიანობა კი არ არის მიზეზი, ნამდვილი მიზეზი ის არის, რომ ქალებს ადამიანებად არ თვლიან“
პატარაია: „ეჭვიანობა კი არ არის მიზეზი, ნამდვილი მიზეზი ის არის, რომ ქალებს ადამიანებად არ თვლიან“
წაკითხვა
გიორგი მამულაშვილი: 72 წლის წინ კაცობრიობამ შეძლო დიდი ბოროტების, საფრთხისა და ძალადობის დამარცხება
გიორგი მამულაშვილი: 72 წლის წინ კაცობრიობამ შეძლო დიდი ბოროტების, საფრთხისა და ძალადობის დამარცხება
„საზოგადოება 2030“-ის ხელმძღვანელი გიორგი მამულაშვილი მოქ
წაკითხვა
 Пресс-конференция Рауля Хаджимба 11 декабря 2014
Пресс-конференция Рауля Хаджимба 11 декабря 2014
Пресс-конференция Рауля Хаджимба 11 декабря 2014
წაკითხვა
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ ძარწემთან რუსი სამხედროები წვრთნებს ატარებენ
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ ძარწემთან რუსი სამხედროები წვრთნებს ატარებენ
სოფელ ძარწემთან რუსი სამხედროები სამხედრო წვრთნებს ატარებენ.
წაკითხვა
მეტი სამსახური სტუდენტებს
მეტი სამსახური სტუდენტებს
   საქართველოში, როგორც მოგეხსენებათ, უცვლელი და დაუმარცხებელი პრობლემაა უმუშევრობა. ან დასაქმებულობის შემთხვევაში, დღის განმავლობაში 7-8 საათის საფასურად ,,ნამცეცებ
წაკითხვა
1839