საზოგადოებრივი
104.5 FM

Georgian classic

გიორგი გიოშვილი
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2016-09-11 13:33:00

  ეს ამბავი ჩემმა ძმაკაცმა მომიყვა. თბილისის გარეუბანში საფეხბურთო გუნდი არსებობდა. გუნდი გადამეტებული ნათქვამია,  ბიჭების ჯგუფი, რომელთაც ბურთივით მრგავლი, პირში სასტვენის მაგივრად, სიგარეტგარჭობილი ტრენერი ჰყავდათ. ბიჭები ყოველ კვირა ფეხბურთს თამაშობდნენ. თამაშობდნენ რა, სტადიონზე გადიოდნენ და უყურებდნენ როგორ გაჰქონდათ მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებს გოლები მათ კარში. ღირსეულ წაგებად ითვლებოდა ოცი, ოცდაათით ნოლებიც. დიდ წარმატებად კი- ათბურთიანი მარცხი. ერთ დღესაც, ერთი ბავშვის მშობელმა გადაწყვიტა შვილი ფეხბურთიდან გაეყვანა. ალბათ, ყოველთვიური გადასახადის გადახდის თავი აღარ ჰქონდა. გადასახადს კი ტრენერი შედეგზე მეტად ითხოვდა. ჰოდა, მშობელმა იფიქრა, ამდენი ხანი ვატარე ჩემი ბიჭი ფეხბურთზე, მივალ, დაველაპარაკები ტრენერს, უთქმელად გაყვანა  შვილის, კაცის არასწორი საქციელიაო. სამსახურის გაცდენაც არ მოუწევდა. რადგან წლებია არსად უმუშავია.  ადგა და ვარჯიშამდე ათი წუთით ადრე მივიდა ტრენერთან დასალაპარაკებლად. ერთმანეთს გასახდელის შესასვლელ ვიწრო დერეფანში შეხვდნენ. პატარა გასახდელის კიდევ უფრო პატარა ფანჯრიდან მათ საუბარს მთელმა გუნდმა მოუსმინა. (არ ვიცი რატომ)                                                                                                    -გამარჯობა!                                                                                                                         -გაგიმარჯოს! . ხელის ჩამორთმევით მიესალმენ  ერთმანეთს.                                         -  ძალიან კი მერიდება, მაგრამ სამსახურიდან გამომიშვეს. კაპიკი ფული არ მაქვს, რომ...  ჩემი ბიჭის გაყვანა გადავწყვიტეთ ფეხბურთიდან. მაგ ვირიშვილისგან მაინც არაფერი გამოვა და იჯდეს სახლში, გაკვეთილები ისწავლოს. ისედაც სკოლიდან აგდებენ ფეხბურთის გამო.                                                                                                     - რას ამბობთ, თქვენი ბიჭის გაყვანა გინდათ ფეხბურთიდან?! ეს რა თქვით. თქვენი ბიჭი ხომ ნამდვილი ტალანტია. ოცდასამი წელიწადია ტრენერად ვმუშოაბ და მისნაირი ფეხბურთელი ტელევიზორშიც კი არ მინახავს. ორი წელიც მინდა ჩემთან რომ ივარჯიშოს, მოვამზადებ ხოშიანად და ეგრევე ბარსელონაში წავიყვან რონალდინიოს შემცვლელად. ერთ ფლანგზე თქვენი ბიჭი იდგება, მეორეზე -ის არგენტინელი, გუშინ ორი გოლი რომ შეაგდო. სახელი სულ დამავიწყდა, მეხიი თუ ფეხი რომ ჰქვია.                                                                                                                           რა?! ოდნავ გაკვირვებულმა და დიდად გახარებულმა მშობელმა უაზრო კითხვა დასვა. რამაც მისი შვილის ქება რამდენიმე წამით შეაწყვეტინა ტრენერს.                            - რაღა რა, ორ წელიწადში ბარსელონაში იქნება სასტავის კაცი ბოზისშვილი ვიყო. იმ გამოსირებულ ტრენერსაც გაუშვებენ ახლა რომ ჰყავთ. გუშინ საღამოს მელაპარაკნენ ესპანელები, შეიძლება მეც წამიყვანონ სტარში ტრენერად თქვენი შვილის პონტში, უფრო ადვილად რომ შეეწყოს გუნდს. სკოლის და განათლების დედა არ ვატირე, იმდენი ფული ექნება, ახალ სკოლას აიშენებს თავისთვის. თან მთელი მსოფლიო გაიცნობს, როგორც ქართველ, ნიჭიერ კაცს. დღეს სადღა გვყავს ეგეთი ფუტბალისტები, ერთ გრძელ, შავ ჯიპს იყიდიან და ფეხებზე იკიდებენ ყვალაფერს. დაფიქრდი, ბარსელონაა, ბარსელონა, ქუთაისის ტარპედო კი არა. დამაჯერებლად თქვა ეს ყველაფერი ტრენერმა. შემდეგ ოდნავ შეყოვნდა და რამდენიმე წამში დაბალ ხმაზე თავისთვის ჩაიბურდღუნა.                                                    - ოღონდ ყოველი თვის ბოლოს გადასახადი გამოატანეთ.                                     ბოლო წინადადება აღარც გაუგია მშობელს, სიხარულსიგან ღრუბელებში დაფრინავდა. ეს რა ბიჭი გამიკეთებია, ერთი ამაყად დაიხედა ფეხებს შორის, შემდეგ თავი ზევით ასწია, პირჯვარი გადაისახა, ღმერთს მადლობა გადაუხადა. ტრენერს თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და სიხარულისგან გაცეცხლებული უკანმოუხედავად გაიქცა გასახდელის დერეფნიდან.                                                                                ტრენერმა ცალი ხელით შეაღო გასახდელის ჩამომპალი კარები, ნელი ნებიჯით შევიდა ოთახში, ბიჭების შუაში დადგა, ერთი გაიხედა ფანჯრიდან, დარწმუნდა რომ მშობელი იქ აღარ იმყოფებოდა და თავის ჩვეული ფორმით მიმართა ბიჭებს,                        -რომელი გამოყლევებულის მშობელი იყო ეს კაცი?                                                       ამ ამბიდან ათი წელი გავიდა, საქართველოს ნაკრებმა და ქართულმა გუნდებმა მრვალი საერთაშორისო თამაში ითამაშეს და ყოველჯერზე დაამტკიცეს, რომ ქართველებს ფეხბურთის თამაშზე კარგად ტრაკის თამაში გამოგვდის..

მსგავსი რეპორტაჟები
ბრმად ცხოვრება (სოციალური ექსპერიმენტი)
ბრმად ცხოვრება (სოციალური ექსპერიმენტი)
სოციალური ექსპერიმენტი რომელიც ჩატარდა თბილისის ქუჩებში გაჩვენებთ თუ რას გააკეტებენ თბილისელები როცა დაინახავენ ბრმა ადამიანს რომელიც დგას საინტერესო პლაკატით, და აღმოჩნდება სხვადასხვა პრობლემატურ სიტ
წაკითხვა
გიორგი მამულაშვილი: 72 წლის წინ კაცობრიობამ შეძლო დიდი ბოროტების, საფრთხისა და ძალადობის დამარცხება
გიორგი მამულაშვილი: 72 წლის წინ კაცობრიობამ შეძლო დიდი ბოროტების, საფრთხისა და ძალადობის დამარცხება
„საზოგადოება 2030“-ის ხელმძღვანელი გიორგი მამულაშვილი მოქ
წაკითხვა
დახვედრის ოფიციალური ცერემონია
დახვედრის ოფიციალური ცერემონია
ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა. უნგრეთის მთავრობის მეთაური ქართველ კოლეგას მარშით და საპატიო ყარ
წაკითხვა
batonma irakli garibashvilma gancxadeba gaavrcela iuri vazagashvilis mkvlelobastan dakavshirebit da usamdzimrebs gardacvlilis ojaxs.
batonma irakli garibashvilma gancxadeba gaavrcela iuri vazagashvilis mkvlelobastan dakavshirebit da usamdzimrebs gardacvlilis ojaxs.
შოკირებული ვარ მომხდარით. იური ვაზაგაშვილის სიკვდილი ყველა ჩვენგანისათვის თავზარდამცემია. მინდა გულწრფელად მივუსამძიმრო ვაზაგაშვილების ოჯახს. ამ ოჯახში კიდევ ერთხელ დატრიალდა წარმოუდგენელი ტრაგედია. გ
წაკითხვა
ლიბერთი ბანკი გაიქურდა
ლიბერთი ბანკი გაიქურდა
სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში, ლიბერთი ბანკის ფილიალი გატეხეს. წაღებილია 4000 ლარი და კომპიუტერული ტექნიკა.
წაკითხვა
მოულოდნელი იმედგაცრუება
მოულოდნელი იმედგაცრუება
გუშინ 9:00 საათზე იყო საინტერესო მატჩი საქართველოსა და მოლდოვას შორის.მე-16 წუთზე ყაზაიშვილის
წაკითხვა
В городе Гагра возобновил работу консульский пункт РФ в Абхазии
В городе Гагра возобновил работу консульский пункт РФ в Абхазии
В городе Гагра возобновил работу консульский пункт РФ в Абхазии
წაკითხვა
ვინ ართმევს გლეხებს მიწას?!
ვინ ართმევს გლეხებს მიწას?!
აღსრულების ეროვნული ბიურო, კახლ გლეხებს მიწის ნაკვეთებს ართმევს. საქმე 2014 წლის ზაფხულში, გვალვის დროს დაზარალებულებს ეხებათ, ვინც საბანკო სესხით ისარგებლა მიწის დასამუშავებლად და მოსავალი უამინდობი
წაკითხვა
3325