საზოგადოებრივი
104.5 FM

სეპარატიზმის საფრთხე სამეგრელოში?!

Tornike Kakalashvili
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2016-11-28 22:37:00

უკვე რამდენიმე წელია გარკვეული ძალები სამეგრელოში სეპარატიზმის გაღვივებას ცდილობენ. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობს ვინმე იური ღვინჯილია, რომელიც განათლების ცენტრ "კოლხიდას" ხელმძღვანელად გვევლინება. იური ღვინჯილია ძირითადად სოციალური ქსელების საშუალებით აჟღერებს თავის სათქმელს. იგი აცხადებს, რომ მეგრელები ქართველები არ არიან და მოითხოვს სამეგრელოს საქართველოს შემადგენლობიდან გამოსვლას. მან იუთუბზე (YouTube) ვიდეომიმართვაც კი გაავრცელა, სადაც აცხადებს : „ქართულ საზოგადოებაში იგნორირებულია მეგრულად მოსაუბრე მოსახლეობის ინტერესები, რაც გამოიხატება იმაში, რომ მეგრულ ენას არ გააჩნია რეგიონული სტატუსი. საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც ნეო-ნაცისტური სახელმწიფო, სადაც გაბატონებულია ერთი ეთნიკური ჯგუფი- ქართველი, რომელიც არ აძლევს სხვა ხალხებს, კერძოდ მეგრელებს თავიანთი თვითმყოფადობის შენარჩუნება-განვითარების უფლებას. ჩვენ ქართულ სახელმწიფოში ვართ უუფლებო ხალხი. არ შეიძლება მთელი ცხოვრება ვილაპარაკო ერთსადაიმავე პრობლემაზე, რომ საქართველოში კვდება ლაზური, მეგრული, სვანური ენები. ეს არის ხალხთა კულტურული გენოციდის ერთ-ერთი ფორმა. გამოსავალი არის მარტივი, ეს არის სამეგრელოს პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებობა. მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკური გარანტიების შემთხვევაშია შესაძლებელი მეგრელთა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და განვითარება. ქართული სახელმწიფო საფრთხეს უქმნის ჩვენს თვითმყოფადობას, ჩვენს მეგრულ ენას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას“- ნათქვამია მის ვიდეომიმართვაში.

იური ღვინჯილია მხოლოდ ამით როდი შემოიფარგლა. იგი ისე შორს წავიდა, რომ ამა წლის 30 აპრილს იუთუბზე „სამეგრელოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიც“ კი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია: „გვახსოვს რა, რომ ჩვენ, სამეგრელოს ხალხი ვართ კოლხეთის სამეფოს პოლიტიკური, ისტორიული, კულტურული მემკვიდრეები, და რათა შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა, ისტორია, კულტურა, ლაზურ-მეგრული სვანური ენა, შევქნათ პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების პირობები, აღვადგენთ სამეგრელოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, გაუქმებულს 1867 წელს რუსეთის იმპერიის ოკუპაციის შედეგად, სამეგრელოს სამთავროს ტერიტორიის საზღვრებში 1804 წლის მდგომარეობით (.გალი, .ოჩამჩირე მდინარე კელასურამდე ჩათვლით) ვსარგებლობთ რა, ხალხთა თვითგამორკვევის უფლებით, ღმერთის და მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე ვაცხადებთ: სამეგრელოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას!

2014 წელს მან "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განაცხადა: „ათობით ათასი უცხოელი გაიგებს სამეგრელოს არსებობას, იმასაც გაიგებენ, რომ არსებობენ ბოროტი ქორთუები, რომელთაც არ უნდათ სამეგრელოს, მეგრული ენის განვითარება. მეგრელები მიხვდნენ იმასაც, რომ ქორთუების გარეშეც შეიძლება განვითარება და მშვიდად ცხოვრება. სავიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს სამეგრელოს მთელ ტერიტორიაზე, მაგის დროც მოვა ალბათ, იმედით ცხოვრობს ადამიანი...“

2014 წლის 18 მარტს, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ინტერვიუში იური ღვინჯილიამ განაცხადა: „როდესაც არსებობენ მჩაგვრელი ქართველები და ჩაგრული მეგრელები, იქმნება ეთნოკონფლიქტის საშიშროება. ეს კონფლიქტი აუცილებლად მოხდება, თუ ქართველებმა ისევ გააგრძელეს ჩვენი ჩაგვრა. ჩვენ გვინდა ერის განვითარება და თქვენ არა. თუ ქართული სახელმწიფო არ აღიარებს მეგრულ და სვანურ ენებს, ეს ნიშნავს, რომ სვანები და მეგრელები ვართ სხვა ქვეყნის მოქალაქეები. თუ ასეთი მიდგომა გაგრძელდება, მაშინ იძულებულები ვიქნებით, ჩავატაროთ რეფერენდუმი და მოვითხოვოთ სამეგრელოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა. საქართველოში ხდება სამეგრელოს თვითმყოფადობის განადგურება და ეს რომ არ მოხდეს ერთადერთი გამოსავალია სამეგრელოს დამოუკიდებლობა. ჩვენ ვემზადებით რეფერენდუმისათვის,სადაც ეს მოთხოვნა იქნება დაყენებული. საქართველო ჩემი სამშობლო არაა, ჩემი სამშობლო არის სამეგრელო.“

აღსანიშნავია, რომ ღვინჯილიამ ერთ-ერთ ინტევიუში საქართველო „საოკუპაციო პოლიტიკაშიც“ კი დაადანაშაულა.

ცხადია, იური ღვინჯილიას ამ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების უკან რუსეთი დგას, რომელიც უკვე დიდი ხანია სამეგრელოში სეპარატიზმის გაღვივებას ცდილობს. სწორედ, რომ კრემლის ინტერესებში შედის საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაცია და ახალი კონფლიქტური კერების შექმნა. 

1801 წლიდან მოყოლებული, სამი რუსი მეფისპავლე I –ის, ნიკოლოზ I –ისა და ალექსანდრე II –ის მმართველობის მანძილზე გაუქმდა ქართული სამეფოები და სამთავროები. აქტიურად ტარდებოდა ქართველი ერის რუსიფიკაციის პოლიტიკა. ასიმილაციის ერთერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს ქართველთა ენობრივი თვითმყოფადობის დაშლადაქუცმაცება წარმოადგენდა. ამგვარად, XIX საუკუნის მეორე ნახევარში სამეგრელოს სკოლებსა და ეკლესიებში ქართული ენის მეგრულით ჩანაცვლება დაიწყეს. რუსებმა აგრეთვე დაიწყეს განსხვავებული დამწერლობისა და შრიფტის შექმნა მეგრული ენისათვის და გამორჩეული მნიშვნელობის კულტურული ძეგლების, როგორებიცაა ბიბლია და XII საუკუნის ქართული პოემავეფხისტყაოსანი“, მეგრულად თარგმნა სცადეს, მაგრამ ამ მცდელობას წარმატება არ მოჰყოლია. ბოიკოტის ნიშნად მრავალი მეგრელი აღარ ესწრებოდა მეგრულ ენაზე შესრულებულ საეკლესიო მსახურებას და არც თავიანთ შვილებს უშვებდა საჯარო სკოლებში. ამ გეგმას პროტესტით შეხვდა სამეგრელოს არისტოკრატიაც. ამ ძლიერი წინააღმდეგობის შედეგად რუსებმა უკან დაიხიეს და თავიანთ გეგმაზე უარი განაცხადეს.

დღესაც, რუსულ პრესასა და ინტერნეტსივრცეს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ არსებობს სურვილი აჩვენონ თითქოს სამეგელოში სეპარატიზმი არსებობს. ეს კრემლის პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც ქართველთა შორის კონფლიქტის გაღვივება და შემდგომ საქართველო სრული დაშლა აქვს გადაწყვეტილი.

 

სტატიის ავტორი: თორნიკე კაკალაშვილი

მსგავსი რეპორტაჟები
В Сухуми дом 88 по улице Чачба просит о помощи
В Сухуми дом 88 по улице Чачба просит о помощи
Дорогу к дому №88 по улице Чачба мы нашли по запаху. Сточные воды ручьем вытекают из подвала дома. Вот уже месяц жильцы многоэтажки ждут действий от коммунальных служб, за это время вода в подсобном п
წაკითხვა
Facebook-ზე ყალბი ინფორმაციის გავრცელება გართულდა
Facebook-ზე ყალბი ინფორმაციის გავრცელება გართულდა
Facebook
წაკითხვა
დახვედრის ოფიციალური ცერემონია
დახვედრის ოფიციალური ცერემონია
ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა. უნგრეთის მთავრობის მეთაური ქართველ კოლეგას მარშით და საპატიო ყარ
წაკითხვა
ლუის ალბერტო სუარესი
ლუის ალბერტო სუარესი
ეროვნულ ნაკრებში სუარესი პირველად გამოჩნდა 2007 წელს. ის იყო ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. მან 20 თამაშიდან 19-ში მიიღო მონაწილეობა
წაკითხვა
Пресс-конференция гендиректора Черноморэнерго Абхазии Аслана Басария
Пресс-конференция гендиректора Черноморэнерго Абхазии Аслана Басария
 
წაკითხვა
საახალწლო აქცია
საახალწლო აქცია "ვაჩუქოთ ბავშვებს ახალი წელი"
თბილისში ყველაზე კეთილშობილური საახალწლო საქველმოქმედო აქცია დაიწყო - #ვაჩუქოთბავშვებსახალიწელი!
წაკითხვა
Толпа выломала ворота и врывается во двор МВД Абхазии
Толпа выломала ворота и врывается во двор МВД Абхазии
წაკითხვა
,,იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეც'' ანუ ჩუმი კომპლექსები პატარა ერში
,,იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეც'' ანუ ჩუმი კომპლექსები პატარა ერში
ადამიანებს გვიყვარს ერთმანეთი
წაკითხვა
3074