საზოგადოებრივი
104.5 FM

ფრონის ხეობის ისტორიის ფრაგმენტები

Ivane Gisi
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2016-11-30 19:32:00

              ფრონის ხეობის ისტორიის ფრაგმენტები

ყოველთვის მაინტერესებდა მდინარე ფრონის და ფრონის ხეობის შესახებ მომეძიებინა  და გამეზიარებინა სხვებისათვის, მისი ისტორიული მნიშვნელობის როლი, მისი კულტურულ-ეკონომიკური მნიშვნელობა.

დავიწყებ იქიდან, თუ რას ნიშნავს ფრონის სახელის მნიშვნელობა. ის უნდა იყოს შედგენილი სიტყვა, რომლის არქეტიპი ჩანს „ფრ“ ან მისი სტრუქტურული ვარიანტი, დაცულ ქართულ ლექსიკაში „ფრეს“ სახით (ჭის, ჭისწყლის მნიშვნელობით) სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში: „ფრეს წყაროს წყლისა“. „ფრეს“ წარმომავლობა საძიებელია, მაგრამ ფრონესთან კავშირი უდავოა.

რაც შეეხება მდინარე ფრონეს, ის სათავეს იღებს ზნაურის (ყორნისის) რაიონიდან სამი ფრონე.

დასავლეთ ფრონეს სათავეა შვილდაურის მთებში (სოფ. ბალთა) ოთხი კილომეტრის ქვევით ნაგუთნთან მას უერთდება აბანოს წყალი, აქედან მეტეხამდე (სოფ. ბალთის) წყალი ჰქვია ფცამდის. ამას უერთდება ბროლისნის წყალი, რომელიც გამოდის სილეთის მთიდან (სურამის მთაგრეხილის განშტოება) და ატარებს დიდღელის სახელს, ჩამოუვლის სოფელ ლოპანს, გამოუვლის გვირგვინას, წნელისს და უერთდება ფცასთან შუაფრონეს. შუაფრონე- რომელიც სათავეს იღებს ლოხომ-პერანგის მთებში, (სურამის მთაგრეხილის კალთები, ზნაურის რაიონი) გამოივლის ზნაურს, ოქონას, ავლევს, ცერონისს, თამარაშენს და უერთდება ფცასთან დასავლეთ ფრონეს, აქედან ერთად მიედინება აგარამდე, იქ კი უერთდება მტკვარს.

აღმოსავლეთ ფრონე - იწყება წობისი მთებში (ზნაურის რიონი) ჩამოივლის ავნევს, დვანს, დირბს, ბრეთს, საღოლაშენს და მარცხნიდან აგარის აღმოსავლეთით უერთდება მტკვარს ფრონის სახელით. აქედან გამომდინარე ფრონის ხეობა, მისი ფართო გაგებით, მოიცავს სამ მცირე მდინარეს: დვანის წყალს, ალის წყალს და ფცის წყალს.

ეხლა მინდა გიამბოთ, თუ რა ისტორიული მნიშვნელობის ხეობაა ფრონის ხეობა, მას სტრატეგიულ-თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა და ქართველი მეფეები მის გამაგრებასა და კეთილმოწყობაზე ყოველთვის ზრუნავდენ. ეს განაპირობა გეოგრაფიულმა მდებარეობამ და სტრატეგიულმა მნიშვნელობამ. ფრონის ხეობა აკავშირებდა საქართველოს ორ ნაწილს იმერ-ამერის სამიმოსვლო გზებით, რომელიც შუა ქართლიდან სურამის ქედის კალთებზე გადიოდა იმერეთში და ამ გზებით მათ შორის უძველესი დროიდან არსებობდა კულტურულ-ეკონომიკური სახელმწიფოებრივი ურთიერთობა: ეს ისტორიული გზა შუა საუკუნებში ქუთაისიდან მოემართებოდა ჯერ რიონის ხეობით გეგუთამდე, შემდეგ გადადიოდა ყვირილას ხეობაში შოროპნამდე, აქედან ძირულას ხეობით გადიოდა ჭერათხევზე და ჩადიოდა ლოპანის წყალზე, სადაც მდებარეობს სოფელი წაღვლი, საიდანაც ფცის ფრონის ხეობით გზა ჩადიოდა მტკვრის შესართავთან - თბილისისაკენ.

მინდა მოგითხროთ ზოგიერთი ისტორიული ფაქტები, რაც გადახდა ფრონის ხეობას და მის სოფლებს:  

საქართველოს გაერთიანების ხანაში X-XI საუკუნეებში ფრონის ხეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა დაწყებული ბაგრატ III-ის დროიდან დავით აღმაშენებლამდე, რომლებმაც 1122 წელს შეძლო თბილისის საბოლოო გათავისუფლება თურქებისაგან და თავისი რეზიდენცია გადმოიტანა თბილისში. ამ საუკუნეთა მანძილზე მთელი ეს ბრძოლა წარმოებდა ფრონის ხეობით, საიდანაც ხდებოდა განმათავისუფლებელი ჯარების იმერეთიდან გადმოყვანა ქართლში და ბრძოლა სახელმწიფოებრივი გაერთიანებისათვის.

თუნდაც 1759 წელს ატოცის ციხეს ალყა შემოარტყა ლეკთა კოხტა ბელადმა, თეიმურაზმა ერეკლემ სასწრაფოდ ჯარი შეჰყარეს და მტერს მიაშურეს, ამასთან იმერეთის მეფე სოლომონ I-საც აცნობეს და მტერთან საომრად მოიწვიეს, ატოცში მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიყარა საქართველოს სამი მეფე (რასაც დამერწმუნებით ბევრი სოფელი ვერ დაიკვეხნის). ლეკები სასტიკად დამარცხდნენ, კოხტა ბელადმა თავს გაქცევით უშველა. ასევე თეიმურაზ II-ის  1756 წელს დათარიღებული ერთი ბრძანების თანახმად ატოცის დეკანოზიშვილებს დავალებული ჰქონდათ, მორიგე ლაშქრისათვის ერთი ცხენოსნის და ერთი ქვეითის გამოყვანა.

ჩვენამდე მოღწეულ ისტორიულ საბუთებში ფცა  პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში, ამირეჯიბების (გაბაძეების) მიერ ულუმბის ღვთისმშობლისათვის შეწირულ ყმა-მამულის ნუსხაში. ფცაში რამდენიმე  ისტორიული ძეგლია, კერძოდ: საბრძოლო კოშკი, მის ახლოს მდებარე ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც  აშენებულია XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე. აკაკი წერეთელს მეგობრული ურთიერთობა დაუმყარებია ბაგრატიონ-დავითიშვილის ოჯახთან და ფცაში მათი ხშირი სტუმარი ყოფილა.

ბრეთში მოღვაწეობდა 13 ასურელი მამათაგანი - პიროს ბრეთელი. იგი საქართველოში VI საუკუნეში ჩამოსულა ანტიოქიიდან, იოანე ზედაზნელთან ერთად და დაუარსებია ბრეთის მონასტერი. „მტკვარს ჩრდილოეთ დვანის წყლის აღმოსავლეთ პირას არს ბრეთის მონასტერი უგუმბათო, რომელი ჰქმნა პირის ი-გ მამათაგანმა და დაფლულ არს იგიცა მუნვე“-ო გამოგვცემს ვახუშტი.

     ისტორიულ წყაროებში დირბი პირველად მოხსენიებულია 1588 წელს, დედოფალ ნესტან-დარეჯნის მიერ (მეფე გიორგი X-ის თანამეცხდრე). იერუსალიმის ჯვრის მონასტრისათვის დირბში არსებული სამღებროს შეწირულობის სიგელში. 1632 წლის ერთი საბუთის მიხედვით როსტომ მეფემ უბრძანა დირბელებს ლაშქარში მონაწილეობა და ელიზბართან შეერთება (დავითიშვილთან). დირბელები, როგორც ქრისტეს საფლავის ყმები, მთელ საქართველოში განთავისუფლებული ყოფილან ბაჟის გადასახადისგან. გარდა ამისა, მარტო დირბის ღვთისმშობლის ეკლესიაში არის ფეხმძიმე ღვთისმშობლის ფრესკა (არსად სხვა მართმადიდებლურ ტაძრებში).

არადეთი ერთ-ერთი ძველი სოფელია ზემო ქართლში, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე მდებარეობს.ერთის მხრივ მასზე გადის ცენტრალური სატრანზიტო გზა, ისე რომ დედაქალაქისაკენ მიმავალი თუ იქიდან წამოსული მტერ-მოყვარე გვერდს ვერ აუვლის მას. მეორეს მხრივ არადეთ-საღოლაშენ-დვანზე გავლით მიემართება გზა ცხინვალისაკენ, რომელიც რაჭაში გადადის. ისტორიულ წყაროებში იგი პირველად არის მოხსენიებული XI საუკუნეში, ბაგრატ IV -ის მეფობის დროს. 1483 წელს არადეთის ცნობილი ბრძოლა მეფე კონსტანტინე II--ს და სამცხის ათაბაგ ყვარყვარეს შორის. დედოფლის მინდორზე აღმოჩენილია ძველი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეების სატაძრო კომპლექსი, რომელსაც ექვს ჰექტრამდე ადგილი უკავია. მდინარე ფცის ფრონეს და მტკვრის შესართავთან მიკვლეულია ციხე-სიმაგრეს ნაშთები, სადაც ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული ადრეფეოდალურ ხანამდე აღინიშნება ადამიანთა და ცხოველების კვალი.

სოფელი აბისი („აბ“ სპარსულად წყალს ნიშნავს და შესაძლოა აქედან არის სახელწოდებაც) მდებარეობს მნიშვნელოვან გზაგასაყარზე, ერთისმხრივ მასზე გადიოდა ქართლ-იმერეთის ძველი გზა, რომელიც ჭერათხევის და ძირულას ხეობით ქუთაისში მიემართებოდა. მეორე გზა ყორნის-ცხინვალის გავლით რაჭაში გადადის. აბისის მამული დიდი ხანი იყო ამირეჯიბებისა და მახვილაძეების დავის საგანი. ავანტიურისტი გენერალი ტოტლებენი შორაპნის ციხის აღების უშედეგო მცდელობის შემდეგ ქართლში გადმოვიდა და აბისში გაჩერებულა, რათა უკან მომავალ თავის ბატალიონს შეერთებოდა. 1789 წლის 4 ნოემბრის ერთი საბუთით ირკვევა, ერეკლე მეფე  აბისში იმყოფებოდა. 

     მოხისს რაც შეეხება, თავისი გეოგრაფიული მდებაროების გამო, არაერთხელ გამხდარა საომარი ასპარეზი. 1512 წელს, აქ ერთმანეთს შეებრძოლნენ ბაგრატი და მისი ძმა ვახტანგი. 1520 წელს მოხისთან მოხდა ბრძოლა ქართლის მეფე დავით X  და მამა გურიელს შორის, სადაც გამარჯვება გურიელს დარჩა. 1785 წელს აპრილში ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ჯარმა, მოხისის მახლობლად, სასტიკად დაამარცხა თურქებისა და ლეკების რაზმი. ამ ადგილს დღესაც „ნაომარს“ უწოდებენ. მოხისსა და ბერძენაულის საზღვარზე არსებობდა ნიში (სადაც ახლა პატარა საყდარია აშენებული), რომელიც გორიჯვარისა და სოფელ ფლევის ნიშებს (სამყვირვალო) უყურებდა. მას საინფორმაციო დანიშნულება ჰქონდა, ატყობინებდა მტრის შემოსვლას და აშ. გარდა ამისა სოფელ ბერძენაულს ევალებოდა 19 მოლაშქრის გამოყვანა. XIV საუკუნეში მოხისი და ბერძენაული სვეტიცხოვლის საკათალიკო ეკლესიას შეწირეს.

     რაც შეეხება ისტორიულ ძეგლებსა და მითებს შემიძლია გითხრათ, რომ ფრონის ხეობაში უამრავ საინტერესო ამბავს მოისმენთ და ნახავთ. აქ არის წაღვლსა და სოფელ ტკოცას შორის გამავალი გვირაბი, რომელშიც ორი ცხენოსანი ერთდროულად გაივლიდა. ატოცში არის ორი ნასახლარი „დარბაიძეანთ ჭაობებში“ და „ურომის ხელში“. ყორნისისაკენ მიმავალ გზაზე კნოლევიდან გასვლისთანავე შეხვდებით თამარის გორას, გადმოცემის თანახმად თამარ მეფის ამალამ აქ თავის ცხენებს ფეხებიდან ტალახი მოაცალეს და გორა წარმოიქმნა. ატოცის (მთავარანგელოზის) ეკლესიაში, რომელიც მე-10 საუკუნეშია აგებული მუხის ხე დგას, ის ერეკლეს გალავნთან (თელავი) მდგარი ხის ასაკის არის.

     რაც შეეხება იმ გამოჩენილ პიროვნებებს, რომლებიც ფრონის წიაღში იშვნენ მინდა თუ ყველა არა განსაკუთრებულები წარმოგიდგინოთ: ნიკო მუსხელიშვილი - იგი იყო ფუძემდებელი საქვეყნოდ აღიარებული მათემატიკის და მექანიკის ქართული სკოლისა, საქართველოს მეცნიერებეთა აკადემიის დამაარსებელი და მისი პირველი პრეზიდენტი (ბრეძა), შიო მღვიმელი (ქუჩუკაშვილი -ბრეთი), ნაზი კილასონია (აბისი), დურმიშხან ბერუაშვილი (ფცა), გიორგი ბაგრატიონ-დავითიშვილი (ფცა), თბილისის თავადაზანარობის მარშალი, ჯანო ბაგრატიონი (აბანო), კონსტანტინე ამირეჯიბი (ავლევი), მიხეილ ამირეჯიბი (ავლევი), მალხაზ ბერუაშვილი (ფცა), კვალაშვილი ალექსნადრე (მოხისი), სოფრომ მგალობლიშვილი, სოსო იორამაშვილი (დირბი), ვალერი დაბრუნდაშვილი(ბერძენაული),ვაჟა მარგველაშვილი (ბერძენაული) ჭიდაობა ძიუდოში ევროპის ჩემპიონი. რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ ხალხის, რომლებმაც საქართველოს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, მაგრამ ამ ჯერზე ამით შემოვიფარგლეთ.

მოხარული ვიქნები თუ ჩემი სტატია საინტერესო და ინფორმაციული იყო და არა დამღლელი. ვეცადე ჩემი ლამაზი და საინტერესო კუთხე ჩემი თვალი დანახული გამეცნო და გადმომეცა თქვენთვის. ამ სტატიის წერისას მეც ბევრი რამ აღმოვაჩინე და ვისწავლე, ვიმედოვნებ თქვენც აღმოაჩენთ სიახლეებს. მადლობა ყველას ვინც დრო დახარჯეთ და წაიკითხეთ ჩემი ხეობის ისტორიის ფრაგმენტები. 

მსგავსი რეპორტაჟები
რუს დიპლომატებს და მათ ოჯახებს აშშ-ში უხმაუროდ დაატოვებინეს დასასვენებელი სახლები
რუს დიპლომატებს და მათ ოჯახებს აშშ-ში უხმაუროდ დაატოვებინეს დასასვენებელი სახლები
თეთრი სახლის მიერ გაცემული ბრძანების საფუძ
წაკითხვა
საბედისწერო კლიპი?! - რა გახდა “ბირჟა მაფიის” წევრების დაკავების მიზეზი
საბედისწერო კლიპი?! - რა გახდა “ბირჟა მაფიის” წევრების დაკავების მიზეზი
თბილისის
წაკითხვა
ნუ იძალადებ!- იფიქრე ბავშვის მომავალზე
ნუ იძალადებ!- იფიქრე ბავშვის მომავალზე
Video edit : Recbox production
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "მსოფლიო ლიდერებთან ერთად არაფორმალურ შეხვედრაში" მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე სტრატეგიული კონკურენციის ახალ გლობალურ კონტექსტზე ისაუბრეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "მსოფლიო ლიდერებთან ერთად არაფორმალურ შეხვედრაში" მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე სტრატეგიული კონკურენციის ახალ გლობალურ კონტექსტზე ისაუბრეს. სიტყვით გამოსვლისას საქართველ
წაკითხვა
ვისაუბროთ ქართულად
ვისაუბროთ ქართულად
წაკითხვა
ვერდიქტი.
ვერდიქტი.
საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი იქნება თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაიღებს უზენაესი სასამართლოში შესულ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეთა სხდომებს,რისი უფლებაც მას კანონით აქვს. კარგი იქნება თუ კვირეში ერთ
წაკითხვა
На сегодняшний день в Абхазии существует более ста благотворительных организаций
На сегодняшний день в Абхазии существует более ста благотворительных организаций
На сегодняшний день в Абхазии существует более ста благотворительных организаций
წაკითხვა
ოდესაში ლერი ნაკანის სახელობის ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა
ოდესაში ლერი ნაკანის სახელობის ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა
26–27 აპრილს, უკრაინის ქალაქ ოდესაში ჩატარდა ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენის, ევროპის ჩემპიონის – ლე
წაკითხვა
4698