საზოგადოებრივი
104.5 FM

გაეროს ახალ გენერალურ მდივანს 2017 წელს „მშვიდობის დამყარების“ სურვილი აქვს

ალექსანდრე იაკობიძე
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2017-01-02 13:44:00

გაერო-ს ახალი გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სურვილია, რომ 2017 წელს მშვიდობის დამყარება პირველ ადგილზე იდგეს.გუტერეშმა, რომელმაც 1 იანვრიდან გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე ბან კი მუნი შეცვალა, მის პირველ ოფიციალურ მესიჯში სირიაში, სამხრეთ სუდანში, იემენსა და ბურუნდიში საომარი კონფლიქტების შედეგად გასაჭირში ჩავარდნილი მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებაზე გაამახვილა ყურადღება. „როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ კონფლიქტების მძევლად ქცეულ მილიონობით ადამიანს, რომლებიც მასობრივად იტანჯებიან იმ ომების გამო, რომელსაც ბოლო არ უჩანს“. კითხულობს გაეროს ახალი გენერალური მდივანი და მერე პასუხობს: „ამ ომებში ვერავინ გაიმარჯვებს. ყველა დამარცხებულია.“66 წლის გუტერეში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა კომისარიატს 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მანამდე კი პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. ანტონიო გუტერეში გენერალური მდივნის რანგში მუშაობას 2017 წლის პირველი იანვრიდან შეუდგება. 2007 წლიდან დღემდე გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობას სამხრეთკორეელი დიპლომატი ბან კი მუნი იკავებდა, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება.

წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/a/28208318.html

მსგავსი რეპორტაჟები
ნინა ხატისკაცი: „სტალინის დედის, კეკეს ადგილი მთაწმინდის პანთეონში არ არის“
ნინა ხატისკაცი: „სტალინის დედის, კეკეს ადგილი მთაწმინდის პანთეონში არ არის“
„არა, სტალინის დედის, კეკეს ადგილი მთაწმინდის პანთეონში არ არის“ - მსგავსი შინაარსის განცხადება თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ გააკე
წაკითხვა
კახიძე: კლუბური ნარკოტიკის მოხმარება თავისუფლების აღკვეთით არ უნდა ისჯებოდეს
კახიძე: კლუბური ნარკოტიკის მოხმარება თავისუფლების აღკვეთით არ უნდა ისჯებოდეს
წაკითხვა
"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები არ გამორიცხავენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ
წაკითხვა
მკლავჭიდელების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე
მკლავჭიდელების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე
წაკითხვა
მსოფლიოს მობილური მომავალი
მსოფლიოს მობილური მომავალი
წაკითხვა
,,იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეც'' ანუ ჩუმი კომპლექსები პატარა ერში
,,იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეც'' ანუ ჩუმი კომპლექსები პატარა ერში
ადამიანებს გვიყვარს ერთმანეთი
წაკითხვა
ტრამპი პუტინს პირდაპირ მოსთხოვს, უარი თქვას ასადზე
ტრამპი პუტინს პირდაპირ მოსთხოვს, უარი თქვას ასადზე
წაკითხვა
ფილმი გალაკტიონ ტაბიძის შესახებ / ვანელების ბლოგი
ფილმი გალაკტიონ ტაბიძის შესახებ / ვანელების ბლოგი
ვანელების ბლოგის მიერ შექმნილი ფილმი. გალაკტიონ ტაბიძის შესახებ! https://www.facebook.com/vanelebis.blogi
წაკითხვა
1390