საზოგადოებრივი
104.5 FM

კახიძე: კლუბური ნარკოტიკის მოხმარება თავისუფლების აღკვეთით არ უნდა ისჯებოდეს

გიორგი ბაბუხადია
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2017-03-29 05:28:00

მოძრაობა „თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრის, დეპუტატ ოთარ კახიძის თქმით, კლუბური ნარკოტიკის მოხმარებაზე სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა არ უნდა ვრცელდებოდეს.

მისი თქმით, ის მიესალმება პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება უქმდება. ამასთან, კახიძე მიიჩნევს, რომ ანალოგიური მიდგომა - თავისუფლების აღკვეთის, როგორც სასჯელის აკრძალვა უნდა გავრცელდეს აგრეთვე კლუბურ ნარკოტიკებზე და მათ მოხმარებაზე.

„ჩვენ გვაქვს არაორდინალური სიტუაცია. პრაქტიკულად, დრაკონური სისხლისამართლის კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს, მაგალითად გაუპატიურებისთვის 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ყაჩაღობისთვის 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ამბოხება და შეთქმულება კონსტიტუციური წყობილების შესაცვლელად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ამ პირობებში, კლუბური ნარკოტიკის ქონისთვის ახალგაზრდებს 8 წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯიან. ეს მიდგომა არის გადასახედი", - ამბობს კახიძე.

მისი თქმით, „ევროპულ საქართველოს" პარლამენტში შეაქვს ინიციატივა, რომ ნარკოტიკების მოხმარებელთა მიმართ პოლიტიკა ფუნდამენტალურად შეიცვალოს.

„აქ არ იგულისხმება რა თქმა უნდა გასაღების მიზანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმგვარად, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი წავიდეს ციხეში და პატიმრობა, როგორც თავისუფლების აღკვეთა არ იყოს გამოყენებული სასჯელად", - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

წყარო: ლიბერალი

მსგავსი რეპორტაჟები
მაინც შეძლებენ !
მაინც შეძლებენ !
წაკითხვა
თინათინ ჟორდანია - ბაღების სააგენტოს კადრების ხელმძღვანელი
თინათინ ჟორდანია - ბაღების სააგენტოს კადრების ხელმძღვანელი
მინდა მოგიყვეთ ერთი შემთხვევის შესახებ, რომელიც ძალიან დიდი პრობლემაა დღეს საქართველოში და არ შემეძლო არ დამეწერა. ერთ-ერთ ბაღში იყო ვაკანსია ექთნის თანამდებობაზე. რადგან ბაღის ხელ
წაკითხვა
"ჩაქუჩებიდან" "არისტოკრატობამდე"
"შეიძლება მისი თანდასწრებით არ უნდა გეუბნებოდეთ, მაგრამ ის გახდება ტოპ კლასის ფეხბურთელი. ფრენკს შესწევს უნარი ითამაშოს უმაღლეს დონეზე.
წაკითხვა
რაულ თუთარაული კუდოს მსოფლიო თასის მფლობელია
რაულ თუთარაული კუდოს მსოფლიო თასის მფლობელია
ინდოეთში მიმდინა
წაკითხვა
ფრიდომ ჰაუსი: საქართველოში მედიაზე პოლიტიკური გავლენის კუთხით სიტუაცია გაუარესდა
ფრიდომ ჰაუსი: საქართველოში მედიაზე პოლიტიკური გავლენის კუთხით სიტუაცია გაუარესდა
წაკითხვა
პოლიციის თანამშრომლებმა მრავალშვილიან ოჯახებს საჩუქრები მიუტანეს .
პოლიციის თანამშრომლებმა მრავალშვილიან ოჯახებს საჩუქრები მიუტანეს .
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას აგრძელებს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს ქვეყნის
წაკითხვა
ცოტახნის წინ  გორში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს თავმდამსხმელი ადგილიდან მიმალა
ცოტახნის წინ გორში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს თავმდამსხმელი ადგილიდან მიმალა
სულ რამდენიმე წუთის ის წინ გორში ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარარით დაჭრეს  შემთხვევა ტელეკომპანია თრიალეთის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვდა როგორც
წაკითხვა
თორნიკე ზედელაშვილი - მივმართავ ემიგრანტებს, ნუ ჩამოხვალთ!
თორნიკე ზედელაშვილი - მივმართავ ემიგრანტებს, ნუ ჩამოხვალთ!
წაკითხვა
1081