საზოგადოებრივი
104.5 FM

რომან გოცირიძე: „სუბსიდირებულ კომპანიებს მინისტრის ნათესავები მართავენ“

გიორგი ბაბუხადია
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2017-04-14 11:28:00

ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე, სენაკში გაზის ტარიფის გაზრდას ეხმაურება, მისი თქმით, ყოველივე ეს ხელისუფლების ბრალია, რომ ლარი გააუფასურა, ამან კი სხვა დანახარჯების მატება გამოიწვია. გოცირიძის განცხადებით, თბილისსა და დანარჩენ რეგიონებში ტარიფი იმიტომ არ გაზრდილა, რომ მთავრობამ მასზე სუბსიდირება მოახდინა, ხოლო სენაკში ტარიფის მატებას გოცირიძე ხელისუფლების ინტერესებით ხსნის, მისივე თქმით, ყველა სუბსიდირებულ კომპანიას ენერგეტიკის მინისტრის ნათესავები მართავენ, სენაკის პატარა ფირმა კი, რომელიც საბაზრო პრინციპით მუშაობს, დაბალ ღობედ ნახეს და გადაუარეს.


„მთავრობა ხალხს ბიზნესის წინააღმდეგ აბუნტებს. სენაკში რომ გაზის ფასის მომატება უნდათ, ეს ხელისუფლების ბრალია, რომ ლარი გააუფასურა და დანახარჯებმა იმატა. თბილისში და სხვაგან იმიტომ არ გაიზარდა ფასი, რომ მთავრობა ახდენს სუბსიდირებას, ანუ ბიუჯეტიდან ფარავს გაზგამანაწილებელი კომპანიების ხარჯებს, ან აიძულებს გაზის სახელმწიფო კომპანიებს დაბალ ფასად მიაწოდოს გაზი გამანაწილებელ ქსელს.

 

რატომ ხდება ერთი რეგიონის მომხმარებლის სუბსიდირება და მეორის არა? იმიტომ რომ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ და სუბსიდირებულ კომპანიებს მინისტრის ნათესავები მართავენ.

 

სენაკის პატარა ფირმა კი, რომელიც საბაზრო პრინციპით მუშაობს, დაბალ ღობედ ნახეს და გადაუარეს. ენერგეტიკის მინისტრმა ”ვიღაც გაქსუებულ ადამიანებად” მოიხსენია ისინი. მასმედია კი სოციალისტური აღტკინებით ერთსულოვნად დადგა ენერგეტიკის მინისტრის მხარეს.“ - წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი რეპორტაჟები
არა ძალადობას
არა ძალადობას
ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ვიდეორგოლი თბილისის 26-ე საჯარო სკოლის 12-ე კლასელთა მონაწილეობით.
წაკითხვა
ჰერბსტი: რუსეთის მოქმედებები ალეპოში ტერორიზმის ფორმა იყო
ჰერბსტი: რუსეთის მოქმედებები ალეპოში ტერორიზმის ფორმა იყო
ანკარაში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის შემდეგ სირიაში მიმდინარე 6 წლიან კონფლიქტზე სასაუბროდ ირანის, თურქეთის და რუსეთის წარმომადგენლები ამ დღეებში მოსკოვში შეიკრიბნენ. ამ პროცესში არც შეერ
წაკითხვა
В Абхазии оппозиция штурмовала здание МВД Абхазии (Эксклюзив)
В Абхазии оппозиция штурмовала здание МВД Абхазии (Эксклюзив)
წაკითხვა
თინათინ ჟორდანია - ბაღების სააგენტოს კადრების ხელმძღვანელი
თინათინ ჟორდანია - ბაღების სააგენტოს კადრების ხელმძღვანელი
მინდა მოგიყვეთ ერთი შემთხვევის შესახებ, რომელიც ძალიან დიდი პრობლემაა დღეს საქართველოში და არ შემეძლო არ დამეწერა. ერთ-ერთ ბაღში იყო ვაკანსია ექთნის თანამდებობაზე. რადგან ბაღის ხელ
წაკითხვა
თორნიკე ზედელაშვილი -
თორნიკე ზედელაშვილი - "ტიფლის ტვ"-ს ვიდეო რგოლი მნიშვნელოვანი გზავნილია საზოგადოებისთვის (ვიდეო)
"ტიფლის ტვ"-ს ვიდეო რგოლი მნიშვნელოვანი გზავნილია საზოგადოებისთვის
წაკითხვა
Оппозиционеры в Сухуми вынудили уйти в отставку главу МВД Абхазии
Оппозиционеры в Сухуми вынудили уйти в отставку главу МВД Абхазии
წაკითხვა
თორნიკე ზედელაშვილი - ჩემი პროტესტი მათ ვინც ყურს იყრუებს და ყრუები არ არიან
თორნიკე ზედელაშვილი - ჩემი პროტესტი მათ ვინც ყურს იყრუებს და ყრუები არ არიან
წაკითხვა
Заур Бганба: Мы сегодня должны все вместе сохранить мир и спокойствие в Абхазии
Заур Бганба: Мы сегодня должны все вместе сохранить мир и спокойствие в Абхазии
Глава Администрации Гагрского район
წაკითხვა
1358