საზოგადოებრივი
104.5 FM

„სამებობა 2017” – ყვარელში ქართული ჭიდაობის ტურნირი ჩატარდა

Geo News
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2017-04-20 00:27:00

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, სახალხო დღესასწაულ სამებობაზე” ქართული ჭიდაობის შეჯიბრი გაიმართა. ტურნირი სპორტულ კლუბ „ბლექ თაიგერის“ ორგანიზებით განხორციელდა, მხარდამჭერები კი საქართველოს კუდოს ფედერაცია და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია იყვნენ.

ვეტერან მოჭიდავეებთან ერთად ღონისძიებას დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილე – ირაკლი შიოშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი – ილია მზექალაშვილი. შეჯიბრი რვა წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა, საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

“ყვარლის მუნიციპალიტეტს და სრულიად საქართველოს ვულოცავ სამებობის დღესასწაულს. ეს არის ტრადიციული დღესასწაული, რომელიც ჩვენთან ყოველწლიურად აღინიშნება. ტურნირის მიზანია, ახალგაზრდა თაობას მივცეთ მოტივაცია, რომ უფრო უკეთესად აღიქვან ამ დღესასწაულის მნიშვნელობა და დააფასონ ტრადიციული ქართული სპორტის სახეობები.” – განაცხადა კლუბ „ბლექ თაიგერის“ პრეზიდენტმა – დავით ხახუტაშვილმა.

„ქართული ჭიდაობა არის ჩვენი საგანძური, ჩვენს ყველა წარმატებულ სპორტსმენს ეს სკოლა გავლილი აქვს. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ქართული ჭიდაობის შენარჩუნება და აღორძინება. მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს და პირადად დავით ხახუტაშვილს, რომელიც არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი ერთდროულად ეწეოდეს წარმატებულ ბიზნესსაქმიანობას და ამავდროულად თავის რაიონისთვის ბევრი სასიკეთო საქმე აკეთოს. მიხარია, რომ სპორტი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მის საქმიანობაში“ – აღნიშნა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

სამებობის დღესასწაული ახალსოფელში ტრადიციულად აღდგომის მომდევნო სამშაბათს აღინიშნება. ქართული ჭიდაობა დღესასწაულის მთავარი შემადგენელი ნაწილია. 2016 წლიდან სამებობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ინიციატორი და მხარდამჭერია ბიზნესმენი დავით ხახუტაშვილი.
მსგავსი რეპორტაჟები
მონატრება
მონატრება
ჩემი და ფეხბურთის ურთიერთობის ისტორია ძალიან ჰგავს ერთი ნახვით შეყვარებას. ეს არ მომხდარა თანდათანობით. ექვსი წლის რომ ვიყავი, პირველად ვუყურე და მალევე ვიცოდი წამყვანი ჩემპიონატების ყველა გუნდი, თავი
წაკითხვა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მთავარ კონსულტანტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მთავარ კონსულტანტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი დღეს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მთავარ კონსულტანტს, იურგენ ვიკერტს და ფონდის პროექტის ასისტენტს მაია კობაიძეს შეხვდა. ფრიდრიხ ნაუმანის ფონდსა და საქა
წაკითხვა
საქართველოს სოფლის მეურნეობით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფრანგული კომპანია Louis Dreyfus Group-ი ინტერესდება. დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომპანიის თ

#69 ანუ ამბავი ბეგბედერისა და ბურჟუაზიისა
#69 ანუ ამბავი ბეგბედერისა და ბურჟუაზიისა
soixante-neuf (სამოცდაცხრა) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პოზიციაა „არამამაპაპურ“ სასიყვარულო ურთიე
წაკითხვა
14 ივლისი - თბილისში 70 წლის ქალი პარკით გაგუდეს!
14 ივლისი - თბილისში 70 წლის ქალი პარკით გაგუდეს!
1 ივლისი - ბათუმში საქართველოს ბანკის თანამშრომელი დაჭრეს2 ივლისი - თბილისში, კანდელაკის 10 ნომერში, 23 წლის მიხეილ ცხაკაია მოკლე
წაკითხვა
Пресс-конференция гендиректора Черноморэнерго Абхазии Аслана Басария
Пресс-конференция гендиректора Черноморэнерго Абхазии Аслана Басария
 
წაკითხვა
khashuris raionis sof agarebis gamgebeli adgilze ar gamockhadda
khashuris raionis sof agarebis gamgebeli adgilze ar gamockhadda
orshabats 16marts khashuris raion sof agarebis gamgebels rezo kapanadzes velodebodit, romelic 13:00-ze unda mosuliyo magram ar movida, igi dagvianebit 19:00-ze movida. mas unda esaubra tu ragaeketebia
წაკითხვა
" დემოკრატიის ახალგაზრდა ქომაგის" ჯილდოს მფლობელი მოზარდი გახდა!
წაკითხვა
1897