საზოგადოებრივი
104.5 FM

სალობიე, ლუჟკოვი და ოკუპაციის ფარატინა კანონი

ალექსანდრე იაკობიძე
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2017-05-08 23:27:00


იური ლუჟკოვი და ელენა ბატურინა მცხეთის სალობიეში


მოსკოვის ყოფილი მერი 80 წლის იური ლუჟკოვი, რომელსაც ეკუთვნის ფრაზა, რომ „აფხაზეთი და ცხინვალი აღარასოდეს იქნებიან საქართველოს შემადგენლობაში“ მეუღლესთან, ელენა ბატურინასთან ერთად, საქართველოს ქრისტიანული სიწმინდეების მოლოცვას განაგრძობს.


ლუჟკოვმა უკვე მოინახულა ვარძია, უფლისციხე, ბორჯომი, სვეტიცხოველი, ჯვარი და დაესწრო ქართველ ასურიელთა სულიერი მოძღვრის, სქემარქიმანდრიტ სერაფიმე ბიტ-ხარიბის გალობას არამეულ ენაზე, სოფელ ქანდის, წმინდა ცამეტი ასურელი მამის მონასტერში.



ლუჟკოვი სოფელ ქანდაში


მცხეთაშივე, იური ლუჟკოვმა მეგობრებთან ერთად, რომელთა შორის არის, მოსკოვის მთვარობის გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ლეონიდ ბოჩინი, „საქართველოს ყველაზე სახალხო რესტორან“ – „სალობიეში“ მოილხინა. შემდეგ კი ნადიმი თბილისში, რესტორან „კახელებში“ განაგრძო.


იური ლუჟკოვს არათუ დარღვეული აქვს (თან არაერთხელ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, მოსკოვის მერად მუშაობის დროს, იგი გამოირჩეოდა უკიდურესად მტრული მოქმედებებით ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ისე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.


ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მაინც მისცა უფლება იური ლუჟკოვს გადმოეკვეთა სომხეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ამ გადაწყვეტილებას შემდეგი ახსნა მოუძებნა:


„ლუჟკოვის პასპორტიდან გამომდინარე მესაზღვრეს არ ჰქონდა საფუძველი ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა დაედგინა. დანარჩენი, სჯობს, როცა საკითხი ბოლომდე გაირკვევა, რეაგირება მას შემდეგ მოხდეს.''


იური ლუჟკოვს 1990-2010 წლებში, მოსსოვეტის თავმჯომარისა და მოსკოვის მერის თანამდებობა ეკავა; 2001-2010 წლებში კი რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ უმაღლესი საბჭოს თანათავმჯდომარე იყო.


პრეზიდენტმა მედვედევმა ლუჟკოვი თანამდებობიდან ნდობის დაკარგვისა და კორუფციის ბრალდებით, 2010 წლის 28 სექტემბერს მოხსნა. ამის შემდეგ, ლუჟკოვები რუსეთიდან მცირე ხნით გაიხიზნენ, ჯერ ვენაში, შემდეგ კი ლონდონში ცხოვრობდნენ.


ლუჟკოვი რუსული დერჟავნიკული პოლიტიკის ტიპიური წარმომადგენელია. იგი აქტიურად უჭერდა მხარს 1991-92 წლებში, საქართველოში ეროვნული ხელისუფლების დამხობას. სამხედრო პუტჩის შემდეგ კი გადამწვარ თბილისს ეწვია და დანგრეული პირველი კლასიკური გიმნაზიის აღდგენა, მოსკოვის ბიუჯეტიდან დააფინანსა.



მადლობა ლუჟკოვს თამარაშენის ნასოფლარზე, 2009 წელი


მოსკოვის მერი ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის ოფიციალური პირებიდან, რომელიც აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობაზე“, ჯერ კიდევ 2004 წლიდან ღიად საუბრობდა. ლუჟკოვი ხშირად ჩადიოდა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში, ასევე ღიად უჭერდა მხარს, აჭარის ავტონომიაში ასლან აბაშიძის სეპარატისტულ მმართველობას.


იგი კიდევ ერთ დერჟავნიკ ვლადიმირ ჟირინოვსკისთან ერთად, 2004 წელს, დემონსტრაციულად გაემგზავრა გემით სოხუმიდან ბათუმში, იმის ხაზგასასმელად, რომ ოფიციალური თბილისის პოზიცია „ტერიტორიულ მთლიანობასთან“ დაკავშირებით მოსკოვისთვის უინტერესოა.


სოხუმში, ცხინვალსა და ბათუმში ლუჟკოვს პოლიტიკურთან ერთად პირდაპირი ეკონომიკური ინტერესიც ჰქონდა. ოკუპირებულ აფხაზეთში ფლობდა რამდენიმე სანატორიუმს (მათ შორის, სანატორიუმ „მოსკოვს“ ქალაქ გაგრაში), ხოლო ბათუმში - სამშენებლო და სანავთობო ბიზნესს.


აჭარაში ბოლოს ლუჟკოვი 2004 წლის მარტში, ასლან აბაშიძის მხარდასაჭერად იმყოფებოდა, 6 მაისს კი ბათუმიდან გახიზნულ აბაშიძეს, მოსკოვის ვნუკოვო-2-ის აეროპორტში პირადად დახვდა და მალევე, რუსეთის დედაქალაქში დაასაქმა.


2005 წელს, ლუჟკოვის ბრძანებით, ოკუპირებულ სოხუმში, წულუკიძის ქუჩაზე, „მოსკოვის სახლის“ მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.


რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2009 წელს, ლუჟკოვმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სადაც ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდა განხორციელდა, სრულიად გადამწვარი ქართული ისტორიული სოფლის - თამარაშენის ტერიტორიაზე, მოსკოვის ბიუჯეტიდან, ცხინვალის ახალი მიკრორაიონის მშენებლობა დააფინანსა, რომელსაც „მოსკოვსკი“ უწოდა.


გადაბუგული თამარაშენის ადგილზე მიკრორაიონ "მოსკოვსკის" მშენებლობა, 2010 წელი


დერჟანვიკული რიტორიკა მოსკოვის ყოფილმა მერმა საქართველოშიც ყოფნის დროსაც განაგრძო. დღეს, ბორჯომში, „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ლუჟკოვი პირდაპირ ამბობს, რომ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე საქართველო უკეთ იგრძნობს თავს“:


„ჩვენ გადმოვკვეთეთ საზღვარი. ყველა საბუთი შემოწმდა წესის მიხედვით, თუმცა მესაზღვრეებს ჩვენთვის შეკითხვები არ დაუსვამთ. ოკუპაციის კანონის შესახებ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც წარსულში იყო, ყველა უთანხმოება წარსულში უნდა დარჩეს.


ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ, ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონებიდან განთავისუფლების შემდეგ, მომავალში უფრო უკეთ იგრძნობს თავს.''


მიკრორაიონი "მოსკოვი" ქართული სოფლის თამარაშენის ადგილზე


ჯერჯერობით უცნობია, ვისი მოწვევით ჩამოვიდნენ იური ლუჟკოვი და მისი მეუღლე, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი, ელენა ბატურინა საქართველოში („ფორბსის“ შეფასებით, ბატურინას ქონება 1,1 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს) და რატომ შემოუშვა შსს-მ ისინი ქვეყანაში.


საქართველოს საპატრიარქოში დღეს თავი შეიკავეს განემარტათ, ჰქონდა თუ არა იური ლუჟკოვს შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.


იური ლუჟკოვი რამდენიმე ქვეყანას (უკრაინა, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია) „შავ სიაში“ ჰყავს შეყვანილი . 2011 წელს, ლატვიამ ლუჟკოვი (და მისი ოჯახის წევრები) „არასასურველი პირების კატეგორიაში“ შეიყვანა იმ მოტივით, რომ მას „ლატვია არ უყვარს და ქვეყნის დამოუკიდებლობას პატივს არ სცემს“.


ლუჟკოვი და ბატურინა მაშინ ლატვიის მოქალაქეობის მიღებას ცდილობდნენ, დიდი ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ, რაზეც ოფიციალურმა რიგამ უარი განაცხადა.


იური ლუჟკოვს შარშან 80 წელი შეუსრულდა, იუბილეზე რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, ძველი წყენის დასავიწყებლად, იგი ორდენით „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა, ლუჟკოვმა ეს ჯილდო „გადასახლებიდან დაბრუნებას“ შეადარა.



სოფელი თამარაშენი, რომელიც აღარ არსებობს

მსგავსი რეპორტაჟები
კონგრესმენი სენფორდი:
კონგრესმენი სენფორდი: "კონგრესში ბევრს სჯერა საქართველოს იდეალების"
საქართველოს პარლამენტის წევრები პირველი ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებს სტუმრობენ. პარლამენტარები კონგრესის წარმომადგენლებს ხვდებიან და ამერიკა-საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე საუ
წაკითხვა
Georgian classic
Georgian classic
  ეს ამბავი ჩემმა ძმაკაცმა მომიყვა. თბილისის გარეუბანში საფეხბურთო გუნდი არსებობდა. გუნდი გადამეტებული ნათქვამია,  ბიჭების ჯგუფი, რომელთაც ბურთივით მრგავლი, პირში სა
წაკითხვა
„პატრულმა ორსულ ქალს საფრთხე შეუქმნა, ამის გაპროტესტებისთვის კი მამაკაცი დააკავეს“ [ვიდეო]
„პატრულმა ორსულ ქალს საფრთხე შეუქმნა, ამის გაპროტესტებისთვის კი მამაკაცი დააკავეს“ [ვიდეო]
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საპატრულო პოლიციის მანქანის მიერ ზებრა გადასასვლელით მოსარგებლე ორსული
წაკითხვა
ნანუკა ჟორჟოლიანი: „გთხოვთ დამეხმაროთ ამ განცხადების გავრცელებაში“
ნანუკა ჟორჟოლიანი: „გთხოვთ დამეხმაროთ ამ განცხადების გავრცელებაში“
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:„
წაკითხვა
რუსი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ფოტოზე ადამიანის სულის დაფიქსირება შეუძლია
რუსი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ფოტოზე ადამიანის სულის დაფიქსირება შეუძლია
რუსი მეცნიერი - კონსტანტინ კოროტკოვი ამტკიცებს, რომ შეუძლია ადამიანის გარდაცვალების მომენტში მისი სხეულიდან სულის გამოსვლის პროცესი ფოტოზე დააფიქსიროს. იგი ამისთვის სპეციალურ ბიოელექტროგრაფიკულ კამერა
წაკითხვა
ჰერბსტი: რუსეთის მოქმედებები ალეპოში ტერორიზმის ფორმა იყო
ჰერბსტი: რუსეთის მოქმედებები ალეპოში ტერორიზმის ფორმა იყო
ანკარაში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის შემდეგ სირიაში მიმდინარე 6 წლიან კონფლიქტზე სასაუბროდ ირანის, თურქეთის და რუსეთის წარმომადგენლები ამ დღეებში მოსკოვში შეიკრიბნენ. ამ პროცესში არც შეერ
წაკითხვა
რაულ თუთარაული კუდოს მსოფლიო თასის მფლობელია
რაულ თუთარაული კუდოს მსოფლიო თასის მფლობელია
ინდოეთში მიმდინა
წაკითხვა
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ ძარწემთან რუსი სამხედროები წვრთნებს ატარებენ
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ ძარწემთან რუსი სამხედროები წვრთნებს ატარებენ
სოფელ ძარწემთან რუსი სამხედროები სამხედრო წვრთნებს ატარებენ.
წაკითხვა
9774