საზოგადოებრივი
104.5 FM

ტელეკომპანია თრიალეთი ჟურნალისტების მიმართ ზეწოლაზე საუბრობს და ხელისუფლებას მიმართავს

გიორგი ნაცვლიშვილი
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2017-05-09 13:30:00

ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი თოთლაძის მიმართ, ქარელის მოსახლეობის მიერ დაპირებების შესრულების მოთხოვნის გაშუქების გამო, ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტებზე დაიწყო უხამსი და ბინძური შეტევა, რომელიც ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების, ქართული ოცნების წარმომადგენლების და ინტერნეტში სპეციალურად შექმნილი ე.წ. "ტროლების" მიერ.

            ეს ადამიანები გაუჩერებლად, სამუშაო თუ არასამუშაო საათების განმავლობაში, ლანძღავენ და ემუქრებიან ჟურნალისტებს და ტელეკომპანია „თრიალეთს". ჩვენი ინფორნაციით, ამ ყველაფერს მართავს და აკონტროლებს პარლამენტის წევრი გიორგი თოთლაძე.

            გიორგი თოთლაძე ამჟამად არის ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი. დეპუტატად გახდომამდე იყო პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე შიდა ქართლის რეგიონულ ორგანიზაციაში.

            ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს გიორგი თოთლაძე იყო ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. ასევე, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს, გიორგი თოთლაძის ცოლის ძმა მიხეილ კანდელაკი, იყო გორის პოლიციის საამმართველოს უფროსი, რომელიც ამჟამად, ქართული ოცნების ხელისუფლების დროს, მუშაობს აჭარის რეგიონში, ბათუმის ციხის უფროსად.

            ეს გარემოებები განაპირობებს გიორგი თოთლაძის დიდ გავლენებს, რის გამოც ტელეკომპანია „თრიალეთს" ექმნება თავისუფალი მუშაობის შეზღუდვის საფთხე.

            ჩვენ გავაშუქეთ ადამიანების პრობლემა, რომლებიც ითხოვდნენ, წინასაარჩევნოდ, გიორგი თოთლაძის მიერ დაპირებული სხვადასხვა საკითხების შესრულებას. ჟურნალისტი რა თქმა უნდა დაუკავშირდა გიორგი თოთლაძეს, რომელმაც ტელეფონში შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს, თუმცა რამდენიმე წუთში თვითონვე დაუკავშირდა და განმარტების მიცემის საშუალება ითხოვა.

            ტელეკომპანიამ სრულად გადასცა სიუჟეტი, ჟურნალისტის შეურაცყოფის ჩათვლით, რის შემდეგაც დაიწყო ტელეკომპანია „თრიალეთის" წინააღმდეგ ზეწოლა. მისმა მხარდამჭერებმა შეურაცხმყოფელი სიტყვები არ დაიშურეს ჟურნალისტების და არხის ხელმძღვანელობის მისამართით.           

            აღსანიშნავია, რომ გიორგი თოთლაძის ხელმძღვანელობის დროს და მის შემდეგაც, პარტია "ქართული ოცნების" გორის ოფისში, ყოველთვის იგეგმებოდა ტელეკომპანია „თრიალეთის" წინააღმდეგ სხვადასხვა სახის ზეწოლა, როგორც წინა ხელისუფლების დანატოვარი, ასევე ახალი მეთოდებით.

            მართლაც, უკვე შეუძლებელი ხდება ასეთ პირობებში მუშაობა. ასეთი შეურაცხყოფების და მუქარების ფონზე.

            მივმართავთ ქართულ ოცნებას! მივმართავთ ხელისუფლებას! შეაკავეთ თქვენი მოხელეები! ნუ აჭარბებენ უფლებამოსილებას! ნუ ახდენენ ზეწოლას თავისუფალ მედიაზე უხამსი მეთოდებით!

            მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ აუხსნას პარალამენტის წევრ გიორგი თოთლაძეს, რომ პარლამენტარობა ყველაფრის გადაჭარბების უფლებას არ აძლევს!

            მედია ვალდებულია მოსახლეობის პრობლემების გააშუქოს! ამის გამო კი ტელეკომპანია და იქ მომუშავე ჟურნალისტები შეურაცხყოფას არ უნდა იღებდნენ. ტელეკომპანია „თრიალეთი" ყოველთვის დაბალანსებულად და ორივე მხარის ჩართვით ამზადებს სიუჟეტებს. საჯარო მოხელე კი ვალდებულია გასცეს პასუხები იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაში მის მიმართ არსებობს.


ტელეკომპანია "თრიალეთის" საინფორმაციო სამსახური.

მსგავსი რეპორტაჟები
კაზენსმა ფაჩულიას პოსტი გვერდიდან წაშალა
კაზენსმა ფაჩულიას პოსტი გვერდიდან წაშალა
გუშინ, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციამ ყველა ვარსკვლავის ბოლო შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. უკანასკნელი მონაცემებით 300 000-მდე ხმა აქვს ქართველ კალათბურთელს, ზაზა ფაჩულიას და ის კვლავ ასწრებს მ
წაკითხვა
მნიშვნელოვანი აღმოჩენა ოქროყანის ტყეში
მნიშვნელოვანი აღმოჩენა ოქროყანის ტყეში
მნიშვნელოვანი აღმოჩენა ოქროყანის ტყეში,2015 წლის 8 თებერვალს,სრულიად შემთხვევითი აღმოჩენა,აღმოჩნდა ტიხის გალაკული (?) ბოძები,და მრავალი თიხის ნივთები,ამას წინათ იმავე ადგილას,200 მეტრის დაშორებით ქუჩი
წაკითხვა
„რუსთავი 2“-ის გადაწყვეტილება - ვინ იქნებიან შპს „რუსთავი2 ჩემია“-ს წარმომადგენლები?
„რუსთავი 2“-ის გადაწყვეტილება - ვინ იქნებიან შპს „რუსთავი2 ჩემია“-ს წარმომადგენლები?
დღეს რუსთავი 2-ის კოლექტივმა შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე არხის თანამშრომლებმა ბოლო დროს სამა
წაკითხვა
Олимпийской будущее Абхазии
Олимпийской будущее Абхазии
Новость о признании национального олимпийского комитета Косово Международным олимпийским комитетом взбудоражила общественность: значит и у абхазских спортсменов есть шанс. Но политика - дело тонкое, о
წაკითხვა
Абхазы запретили грузинам приобретать жилье в Абхазии
Абхазы запретили грузинам приобретать жилье в Абхазии
Абхазы запретили грузинам приобретать жилье в Абхазии
წაკითხვა
"Единая Абхазия" заявила о необходимости политической стабильности
წაკითხვა
ლარი გამყარებას კვლავ განაგრძობს
ლარი გამყარებას კვლავ განაგრძობს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შე
წაკითხვა
დიდხანს ვფიქრობდი დამედო თუ არა ეს ტექსტი
დიდხანს ვფიქრობდი დამედო თუ არა ეს ტექსტი
დიდხანს ვფიქრობდი დამედო თუ არა ეს ტექსტი აქ, აი ასე, საჯაროდ. ბოლოს მივიღე გადაწყვეტილება რომ დავდებ. ვერც ფიქრს ვაჩერებ, და ვერც თითებს. 14 ივნისის ტრაგედიამ წამართვა ძალა, ენერგია და ძილი. ზოგ მოვლ
წაკითხვა
9896